“საქართველოს მთავრობის ქმედება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ჩვენ ევროპულ მომავალს, არამედ თვით საქართველოს და მის საზოგადოებას, ჩვენ მივმართავთ ჩვენ ყველა პარტნიორს ევროკავშირში და ამერიკაში, რათა ჩვენ გვერდით დადგნენ ევროპული ფასეულობების დასაცავად. ახლა როცა ჩვენ აქ ვსაუბრობთ, ქართველები, ყველა ასაკისა და პროფესიის წარმომადგენლები გამოვიდნენ ქუჩაში, რათა დაიცვან ჩვენი ფასეულობები, ესენი არიან მამაცი ახალგაზრდა ლიდერები. საქართველოს პროდასავლური პარტიები გაერთიანდა, საქართველოს საზოგადოება გაერთიანდა,მედია გაერთიანდა ამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო” -თქვა “ახალის” თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ სტრასბურგში, სადაც მისი და ევროპარლამენტარების ერთობლივი ბრიფინგი მიმდინარეობს .
ვალუტას განახლებული კურსი
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7215 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7227 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012...