LIVE TV
ორშაბათი, იანვარი 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც უყვარს საკუთარი ქვეყანა, მოსახლეობა, ოჯახის წევრები, მეგობრები, როდესაც საქართველოში მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოვა, ვალდებულია ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში დარჩეს

დაპოსტა 2020/03/09-ში
338
ნახვა
გაზიარება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის თვალსაზრისით მოსახლეობას მიმართავს. როგორც ეზუგბაია აცხადებს, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც უყვარს საკუთარი ქვეყანა, მოსახლეობა, ოჯახის წევრები, მეგობრები, როდესაც საქართველოში მაღალი რისკის ქვეყნებიდან(ირანი, ჩინეთი, იტალია, სამხრეთ კორეა) ჩამოვა, ვალდებულია ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში დარჩეს, დააკვირდეს საკუთარ ზოგად მდგომარეობას.

როგორც მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, პირველი ნიშანი, რომელიც ახალი კორონავირუსის დაავადების გამოვლენას მიუთითებს, ეს არის ტემპერატურის მატება ან ნებისმიერი სხვა კლინიკური ნიშანი.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა მიმართონ ოჯახის ექიმს ან ინფექციური საავადმყოფოს ცენტრს, ან ნებისმიერ საავადმყოფოს, სადაც მათი მდგომარეობის შეფასება შესაძლებელია.

ეზუგბაია აცხადებს, რომ ქვეყანაში შემოსულმა ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა გამოიჩინოს მაღალი პასუხისმგებლობა და გაითვალისწინოს თვითიზოლაციის რეკომენდაციები, რადგან ეს არის ძირითადი საფუძველი, რომელიც შემოტანილი შემთხვევების გავრცელების პრევენციას მოახდენს. მარინა ეზუგბაიას თქმით, ადგილზე ასეთი ადამიანების მოკვლევა უფრო ადვილია, მათი კონტაქტები ნაკლებია და ასევე დაავადების გავრცელების შესაძლებლობაც ნაკლებია.

„ირანი, ჩინეთი, იტალია, კორეა – ყველა პირი, რომელიც ამ ქვეყნებში მოგზაურობდა ტურისტულად, ან საქმიანი ვიზიტი ჰქონდა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც საქართველოში ჩამოდის ის ვალდებულია ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იყოს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამედიცინო დირექტორის განცხადებით, რა დროისთვისაა შესაძლებელი, რომ ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა გამოჯანმრთელების პირველი შემთხვევა მივიღოთ, პროგნოზირება რთულია.

„არ ვიცი, ამის პროგნოზირება ძალიან რთულია. პირველ ტესტზე პასუხი უნდა იყოს უარყოფითი. განმეორებით, 24 საათში კი მეორე ტესტის პასუხიც უარყოფითი უნდა იყოს. ალბათ, კვლევა ცენტში მოთავსების მე-14 დღიდან უნდა დავიწყოთ, მაგრამ როდის იქნება ნეგატიური პასუხი ამის პროგნოზირება შეუძლებელია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

გაზიარება202

დაკავშირებული -პოსტები

“ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“დანიას არაფრის გაკეთება არ შეუძლია” – ტრამპი

იანვარი 19, 2026
0
მთავარი

ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“. სამწუხაროდ, დანიას ამასთან დაკავშირებით არაფრის გაკეთება არ შეუძლია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ში წერს. „ახლა დროა და...

დაწვრილებითDetails

ქარბუქი, ლიპყინული, ზვავსაშიშოება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

იანვარი 19, 2026
3
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან – ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, გზებზე...

დაწვრილებითDetails

გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
82
მთავარი

გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი დარეჯან სულაშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც ადვოკატი განმარტავს, გიგა ავალიანის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტის, დ.ჩ-სთვის ბრალის დამძიმებამ ერთგვარი გაუგებრობა გამოიწვია და განმარტავს, რატომ არის სახეზე განზრახ განსაკუთრებით მძიმე...

დაწვრილებითDetails

ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა

იანვარი 19, 2026
26
მთავარი

ესპანეთის სამხრეთ ნაწილში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა, დაშავებულია ათობით ადამიანი, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. შემთხვევა წუხელ მოხდა, როდესაც მადრიდის მიმართულებით მიმავალი მატარებლის ვაგონები ლიანდაგიდან გადავიდა და ადამუზში, ქალაქ კორდობასთან...

დაწვრილებითDetails

როდემდეა მოსალოდნელი დიდთოვლობა და ყინვა

იანვარი 19, 2026
14
ამინდი

20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ  საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გზებზე ლიპყინული, მთიან რაიონებში - ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების...

დაწვრილებითDetails

გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
29
მთავარი

ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ლიპყინულის, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო,...

დაწვრილებითDetails

ვის შეეხება ვიზების გაცემაზე დაწესებული შეზღუდვა – აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
64
მთავარი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვებთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე განმარტებას ავრცელებს. ხშირად დასმული შეკითხვები: რა ბედი ეწევა ჩემს საიმიგრაციო ვიზის გასაუბრების თარიღს? – საიმიგრაციო ვიზა აპლიკანტებს, რომლებიც...

დაწვრილებითDetails

ლოცვა,რომელიც ნათლისღებას უნდა წაიკითხოთ

იანვარი 19, 2026
218
მთავარი

მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს, ნათლისღებას აღნიშნავს. ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. ლოცვა, რომელიც ნათლისღებას უნდა წაიკითხოთ „უფალო იესუ ქრისტე, იყავნ წყალობანი შენნი ნათლულთა ჩემთა ზედა (სახელები), დაიფარენ იგინი...

დაწვრილებითDetails

რა ვითარებაა გზებზე – ბოლო ცნობები სხვადასხვა ლოკაციებიდან

იანვარი 19, 2026
19
მთავარი

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. მათივე ცნობით, ტექნიკური მარილით მუშავდება გზები, იწმინდება როგორც ცენტრალური, ისე მეორეხარისხოვანი ქუჩები. „სამუშაოებში ჩართულია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ათეულობით სპეცმანქანა...

დაწვრილებითDetails

აიათოლა ალი ხამენეი განცხადებას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
24
მთავარი

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სასიკვდილო საპროტესტო აქციების წაქეზებაში ადანაშაულებს და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მას დამნაშავედ მიიჩნევს მსხვერპლისთვის, ზიანისა და ირანელი ერის წინააღმდეგ ცილისწამებისთვის....

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».