“გუშინ გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც ადასტურებს მხოლოდ ერთ რამეს – მჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო, სამართლებრივი ან სხვა სახის არგუმენტი არ არსებობს.
რა საკვირველია საქართველოს მოსახლეობა ვენეციის კომისიისგან ელოდებოდა დასაბუთებულ მსჯელობას და კონკრეტულ არგუმენტებს, თუმცა ამის ნაცვლად ხელში შეგვრჩა კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური მესიჯები – აღნიშნული დასკვნა, რომელიც იქნა გამოქვეყნებული გაჯერებულია მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მესიჯებით და არანაირი სამართლებრივი შენიშვნა, არანაირი შინაარსობრივი განხილვა არ ყოფილა და არანაირი განმარტება, თუ რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი”. – თქვა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე