„ამბობენ, სამართალი ურმით დადისო, მაგრამ ბატონ [მამუკა] ხაზარაძეს და [ბადრი] ჯაფარიძეს, როგორც ჩანს, სამართალი სწრაფი მატარებლით წამოეწია არჩევნების წინ. საკუთარ სამშობლოსა და სახლს სთხოვდნენ მილიარდ-ნახევარი დოლარის კომპენსაციას. სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილება რომ არ მიეღო, მოქალაქეებს უნდა გადაეხადათ, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა, რომ 650 000 დოლარი სახელმწიფოსთვის თვითონ აქვთ გადასახდელი. მაგრამ აქ მთავარი, რა თქმა უნდა, თანხები არ არის. მთავარია, რა სიმართლე დაადგინა საერთაშორისო არბიტრაჟმა. გაირკვა, რომ ეს ბატონები წლების განმავლობაში სულ ტყუილად და უსამართლოდ ადანაშაულებდნენ თავის ქვეყანას, ცილს სწამებდნენ ხელისუფლებას და ფულს სთხოვდნენ ხალხს ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ დეზინფორმაციაზე, რასაც ისინი ავრცელებდნენ. ისინი საკუთარ სახელმწიფოს აბრალებდნენ პროექტის ჩავარდნას, სინამდვილეში, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სწორედ მათ გამო დაიკარგა დრო, შემოსავალი და პორტის პროექტი ამიტომ გადაიდო დროში. თუმცა, ამას ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. საქართველოს ეკონომიკას გავაძლიერებთ და რა თქმა უნდა, განვავითარებთ ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
ბათუმში გიორგი გახარიას თავს დაესხნენ
"გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიკიკოსზე სასტუმრო "შერატონში" მოხდა და გახარია კლინიკაშია გადაყვანილი. თავდასხმაზე პარტიის წევრი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს და პასუხისმგებლობას აკისრებს "ქართულ...