LIVE TV
ხუთშაბათი, თებერვალი 9, 2023
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები

+12
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი მთავარი

საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება არის ჩვენი ხალხის არჩევანი-ირაკლი ღარიბაშვილი

დაპოსტა 2022/06/09-ში
გაზიარება

საქართველომ და გაერთიანებულმა სამეფომ ისეთი სტრატეგიული პარტნიორობა განავითარეს, რომელიც მრავალსაუკუნოვანი მეგობრობისა და კავშირების შენების პროცესში იზრდებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დედოფალ ელისაბედ II-ის პლატინის (70-ე) იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა საიუბილეო თარიღი მიულოცა გაერთიანებული სამეფოს დედოფალს, ბრიტანელ ხალხს, თანამეგობრობის წევრებს და მათ ჯანმრთელობა, მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

„გაერთიანებული სამეფო ყოველთვის იყო ქვეყანა, რომელიც ჩვენს ხალხს აღაფრთოვანებდა თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით. თქვენი ქვეყანა წარმოადგენს სრულყოფილ მაგალითს იმისა, თუ როგორ შეიძლება ტრადიციები და კულტურა აძლიერებდეს თანამედროვე სახელმწიფოებრიობას, რომელიც ეფუძნება თავისუფლების, დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს თითოეული ინდივიდისთვის.

 ასეთ განსაკუთრებულ დღეს მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ჩვენი დიდი ხნის წინ დამკვიდრებული მეგობრობა გაგრძელდა მშვიდობისა და განსაცდელის პერიოდშიც და ასახვა ჰპოვა დღევანდელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორობაში საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის.

 სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება „უორდროპის სტრატეგიულ დიალოგთან“ ერთად ის ორი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფორმატია, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ხსნის ყველა სექტორში ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოებისთვის. ის ფაქტი, რომ „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“ ბოლო წლების განმავლობაში გარდაიქმნა თანამშრომლობის მთავარ პლატფორმად, არა მხოლოდ სიმბოლოა იმისა, თუ როგორ იდგამდა ფესვებს ჩვენი პარტნიორობა ჩვენსავე კულტურაში, არამედ ჩვენს საერთო ღირებულებებსა და იდეალებზე დაშენებულ სამომავლო მიზნებსაც ეხმიანება.

 საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება არის ჩვენი ხალხის არჩევანი და ათწლეულების განმავლობაში ჩვენს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავისუფლების უზრუნველსაყოფად წარმოებული ბრძოლა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა პარტნიორებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება დემოკრატიზაციისა და რეფორმების კვალდაკვალ.

„დღეს საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევა და რეგიონული პარტნიორების მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის კონტექსტში. ეს ერთობა გადამწყვეტ გზავნილს აწვდის ყველას – გზავნილს, რომ ჩვენ არ ვართ მარტო.

 ამ მნიშვნელოვან მომენტში, ვიდრე ჩვენი ევროპელი პარტნიორების პასუხებს ველოდებით, ჩვენი ერთიანობა აუცილებელია რეგიონში მეტი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველას და მოგილოცოთ მისი უდიდებულესობის პლატინის იუბილე!“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დედოფალ ელისაბედ II-ს პლატინის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას, რომელიც გაერთიანებული სამეფოს საელჩოში გაიმართა, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

გაზიარება10

დაკავშირებული -პოსტები

თურქეთში მესამე დაღუპული ქართველის შესახებ ინფორმაცია დადასტურდა

თებერვალი 8, 2023
90
მთავარი

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია თურქეთის რესპუბლიკაში ქ. ადიამანში მიწისძვრის შედეგად კიდევ ერთი ქართველი ქალი ი.ჭ. გარდაცვალების შესახებ. თურქეთში საქართველოს საელჩო, გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახის წევრს დაუკავშირდა, რომელმაც გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა. მათივე...

დაწვრილებით

თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რაოდენობამ 11200-ს გადააჭარბა

თებერვალი 8, 2023
16
მთავარი

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 11 200-ს გადააჭა. ინფორმაციას BBC  ავრცელებს. თურქეთში მსხვერპლის რიცხვი 8 574-ია, ხოლო სირიაში 2 662-ს შეადგენს. პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით...

დაწვრილებით

უკრაინის პრეზიდენტი ლონდონში ჩავიდა

თებერვალი 8, 2023
10
მთავარი

უკრაინის პრეზიდენტი ლონდონში ჩავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკის იქ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი დახვდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს . ზელენსკი ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის ხელმძღვანელობას, პარლამენტის წევრებსა და უკრაინელ სამხედროებს შეხვდება, რომლებიც...

დაწვრილებით

პუტინი ვერ მიაღწევს თავის მიზნებს-ოლაფ შოლცი

თებერვალი 8, 2023
21
მთავარი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გააკრიტიკა საჯარო შეჯიბრი ზოგიერთ ქვეყანას შორის, თუ ვის შეუძლია იარაღის მიწოდება უკრაინისათვის და აღნიშნა, რომ ეს მოკავშირეებს შორის ერთიანობას ავნებს. „ერთიანობა ჩვენს ალიანსებში ჩვენი ყველაზე ღირებული აქტივია....

დაწვრილებით

“ის დანაშაულს არ აღიარებს”-ესებუას ადვოკატი

თებერვალი 8, 2023
35
მთავარი

ბადრი ესებუას ადვოკატმა ქუთაისის მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა, ის დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ხვდებოდა საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფს. როგორც დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, სოსო ჯანაშიამ  პირდაპირ ეთერში განაცხადა,...

დაწვრილებით

ფონიჭალაში სკოლის მოსწავლე დაჭრეს

თებერვალი 8, 2023
25
მთავარი

ფონიჭალაში სკოლის მოსწავლე ქუჩაში დაჭრეს.  შემთხვევა გუშინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. უწყების ცნობით, მომხდარზე დაკავებულია 1 პირი, რომელიც...

დაწვრილებით

11 თებერვლიდან ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური იზრდება

თებერვალი 8, 2023
20
მთავარი

2023 წლის 11 თებერვლიდან, ქუთაისის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური იზრდება და მისი ღირებულება, M2 და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის ( ავტობუსები და მიკროავტობუსები), გახდება 60 თეთრი. გადახდის სისტემის ოპტიმიზაციისა და...

დაწვრილებით

საქართველოს მიწა მაინც გერგოს..-ქალბატონი რომელსაც თურქეთში ეძებდნენ გარდაცვლილი იპოვეს

თებერვალი 8, 2023
1.1k
მთავარი

თურქეთში მიწისძვრას საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ემსხვერპლა. გარდაცვლილი ია ჭკადუაა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.. "ია როგორ მტკივა გული ჩემზე უკეთ ვინ იცის შენი ბავუშობიდან დაწყებული გულის დარდები ჩემო საწყალო გოგო ეხლა...

დაწვრილებით

უმძიმესი ტრაგედიის გამო მესხიშვილის თეატრში მიმდინარე სპექტაკლები მოხსნილია

თებერვალი 8, 2023
68
მთავარი

მესხიშვილის თეატრი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "08.02.2023 გარდაიცვალა რეჟისორი და მსახიობი რეზი ქაროსანიძე🖤 ამ უმძიმესი ტრაგედიის გამო, მიმდინარე კვირის სპექტაკლები მესხიშვილის თეატრში მოხსნილია. P.S. რეზი მარტის თვეში საპრემიეროდ ემზადებოდა და...

დაწვრილებით

ვინც მიწისძვრას გადაურჩა თოვლში იყინება-ქუთაისში ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებენ

თებერვალი 8, 2023
29
მთავარი

ქუთაისში თურქეთში დაზარალებული მოქალაქეების დახმარების მიზნით ჰუმანიტარული დახმარების შეგროვების პროცესი მიმდინარეობს : მეგობრებო თურქეთში მსოფლიო მასშტაბის ტრაგედია ტრიალებს, ალბათ ყველას კარგად მოგეხსენებათ, ათი ათასობით ბავშვი ვინც მიწისძვრას გადაურჩა თოვლში იყინება...

დაწვრილებით
მეტის ნახვა
Crime Scene Do Not Cross Tape with Police Flashing Lights Bokeh on the Dark Background
მსოფლიო

მოზარს რამდენჯერმე ესროლეს – აშშ

ოქტომბერი 4, 2022
11
კახა კალაძე
მთავარი

,,ცოტაც უნდა გავიჭირვოთ”-კახა კალაძე

აგვისტო 13, 2021
29
მთავარი

ესწრება თუ არა ექსპრეზიდენტს სასამართლო პროცესს

ნოემბერი 10, 2021
61





+12











.

No Result
View All Result

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!