LIVE TV
სამშაბათი, მაისი 30, 2023
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები

+12
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი მთავარი

საქართველოდან წასულ ემიგრანტთა რაოდენობა გაიზარდა

დაპოსტა 2019/11/06-ში
გაზიარება

2018 წელს საქართველოდან წასულ ემიგრანტთა რაოდენობა გაიზარდა. ყველაზე მეტი ემიგრანტი საქართველოდან კვლავ რუსეთში იმყოფება, – ამის შესახებ საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილშია აღნიშნული, რომელიც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ფარგლებში შემუშავდა.

ანგარიშიდან ირკვევა, რომ ბოლო წლებში საქართველოდან რუსეთში ჩასულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა კლებულობს, ხოლო საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებმაც რუსეთი დატოვეს, იზრდება.

ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს რუსეთში ემიგრაციაში საქართველოს 6 345 მოქალაქე წავიდა, ამავე წელს რუსეთიდან საქართველოში 4 314 საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა.

„საქსტატის“ მონაცემებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ემიგრანტი (მათ შორის, ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე ემიგრანტი) 2018 წელს დაფიქსირდა,“ – აღნიშნულია ანგარიშში.

აგარიშის მიხედვით, 2015 წლიდან ზრდადია ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი ბინადრობის ნებართვის მფლობელ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობაც. 2017 წელთან შედარებით მათი რაოდენობა 2018 წელს 8.5%-ით გაიზარდა. ბინადრობის ნებართვის მქონე საქართველოს მოქალაქეების 60% საბერძნეთში, იტალიასა და გერმანიაში იმყოფება. ისინი ძირითადად, შრომითი (ანაზღაურებადი) საქმიანობის და ოჯახის გაერთიანების საფუძველზე გაცემულ ბინადრობის ნებართვებს ფლობენ.

ამასთან, ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ საქართველოს მოქალაქეთა მიერ ამ ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა თავშესაფარს საფრანგეთსა და გერმანიაში ითხოვდა. ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნაზე საქართველოს მოქალაქეთა განცხადებების აბსოლუტური უმრავლესობა (დაახლოებით 95%) შესაბამისი სამსახურების მიერ უარყოფილია იმ მიზეზით, რომ თავშესაფრის მოთხოვნა უსაფუძვლოდაა მიჩნეული.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2018 წელს ევროკავშირის ქვეყნებში გამოვლენილი არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ყველაზე მეტი არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქე გერმანიაში, საფრანგეთსა და საბერძნეთში გამოვლინდა.

„საქართველოს მოქალაქეების მიერ თურქეთში ბინადრობის ნებართვის მიღების მაჩვენებელი ზრდადია. საქართველოს მოქალაქეები თურქეთში ძირითადად შრომის, ოჯახის გაერთიანების და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იმყოფებიან,“ – აღნიშნულია ანგარიშში.

თეგები: ემიგრანტიემიგრაციაიტალიარუსეთისაბერძნეთი
გაზიარება266

დაკავშირებული -პოსტები

ტურისტული ნავის ჩაძირვის შედეგად იტალიაში 4 ადამიანი დაიღუპა

მაისი 30, 2023
3
მთავარი

აღმოსავლეთ იტალიაში, მაჯორეს ტბაში ტურისტული ნავის ჩაძირვის შედეგად ოთხი ტურისტი დაიღუპა. ამის შესახებ  ინფორმაციას BBC ავრცელებს. მანამდე  გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი იყო გარდაცვლილი, კიდევ ორს კი ეძებდნენ. იტალიური მედიის ინფორმაციით,...

დაწვრილებით

ცხინვალის სასამართლომ საქართველოს 2 მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

მაისი 30, 2023
2
მთავარი

საქართველოს მოქალაქეებს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ერგნეთის მცხოვრები ლევან პეტრიაშვილი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან 15 მაისს დააკავეს. მეორე დღეს კი მისი მეგობარი - სოფელ მეღვრეკისის მცხოვრები არჩილ ბასანიძე, მეგობრის გამო...

დაწვრილებით

სოსო ცოცხალია -დათო ლორთქიფანიძე

მაისი 29, 2023
197
მთავარი

"SOS!!!ამ საღამოს გავრცელდა გადაუმოწმებელი/ბოროტი ინფორმაცია სოსო ჯაჭვლიანის ვითომდა გარდაცვალების შესახებ...ასზე მეტი ზარი შემომივიდა სანამ გზაში ვიყავი სოსოსთან სახლში მიმავალი.სოსო ცოცხალია(სურათი ამ წუთსაა გადაღებული)✊❤ჯანმრთელობა კი აქვს ძალიან შერყეული მაგრამ ამასაც მოერევა...

დაწვრილებით

სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა

მაისი 29, 2023
41
მთავარი

საქართველოს პრეზიდენტი 31 მაისს, 13 - წლიანი პაუზის შემდეგ, ევროპარლამენტს მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. „საქართველოს პრეზიდენტი პირისპირ შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის...

დაწვრილებით

საქართველო არ აპირებს სანქციების დაწესებას-მამუკა მდინარაძე

მაისი 29, 2023
10
მთავარი

"არანაირი თანხმობა, არც პოლიტიკურ, არც ფორმალურ დონეზე ამას არ სჭირდებოდა. თუ საუბარია ტექნიკურ საკითხებზე, რომელიც საჰაერო ნავიგაციამ, აეროპორტების გაერთიანებამ და ა.შ. უნდა გასცეს, ამაზე უარი ამ სუბიექტების მხრიდან იქნებოდა დე...

დაწვრილებით

რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქი დაბომბეს

მაისი 29, 2023
16
მთავარი

რუსებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. ინფოპრმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბომბვის შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაშავდა - 9. ცნობილია, რომ დაშავებულებს შორისაა 11 წლის ბავშვიც.

დაწვრილებით

მე აქ სამკურნალოდ არ ჩამოვსულავარ,თავი გავწირე ქვეყნის გადასარჩენად-სააკაშვილი

მაისი 29, 2023
27
მთავარი

"იმ ხალხის გასაგონად ვისაც ჩემთვის სიტყვა “თავისუფლება” არ ემეტება და მხოლოდ “ადეკვატური მკურნალობით” იფარგლება. მეგობრებო, მე აქ სამკურნალოდ არ ჩამოვსულვარ. თავი გავწირე ქვეყნის გადასარჩენად. თქვენც ხომ კარგად იცით, რომ სრულიად...

დაწვრილებით

რუსთავში, ერთ-ერთ კორპუსში გარდაცვლილი კაცი იპოვეს

მაისი 29, 2023
69
მთავარი

რუსთავში, ერთ-ერთი კორპუსის ბინაში გარდაცვლილი კაცი იპოვეს.  თვითმხილველების  ცნობით, გარდაცვლილი 45 წლამდე პირია. ადგილზე შესაბამისის სამსახურები მუშაობენ.

დაწვრილებით

“ხალხო ტყვიამ გაიარა ჩვენს კარვებს შორის”-რა მოხდა ვაშლოვანის ნაკრძალში

მაისი 29, 2023
102
მთავარი

"2012 წლიდან ლაშქრობებზე დავდივარ და ასეთი შემთხვევა პირველად და იმედი მაქვს უკანასკნელად შემემთხვა მე და არამარტო მე, სხვა ტურისტებსაც !!! 27-28 მაისს ვიყავით ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები / Vashlovani Protected Areas-ზე...

დაწვრილებით

ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს,გვყავს დამნაშავეები -კალაძე

მაისი 29, 2023
20
მთავარი

ევროინტეგრაციას და ევროპულ მომავალს საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს არც მიხეილ სააკაშვილთან და არც ნიკა გვარამიასთან, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, დღეს ქვეყანას პოლიტიკური...

დაწვრილებით
მეტის ნახვა
მთავარი

“ილო, როგორ მომიკალი გული, ჩემო მონატრებულო” – საბერძნეთში ქართველი ტრაგიკულად დაიღუპა (+ფოტო)

დეკემბერი 10, 2019
15.6k
მთავარი

სწავლის დასრულების თარიღები ცნობილია

მაისი 15, 2020
195
ახალი ამბები

ზესტაფონში შშმ პირებისთვის ეტლების მწარმოებელი საამქროს გახსნა იგეგმება

ივლისი 31, 2019
119





+12











.

No Result
View All Result

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!