LIVE TV
ხუთშაბათი, იანვარი 22, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

საფუძველსაა მოკლებული ბრალდება ქონების 1 ლარად გადაცემის შესახებ – ნათია თურნავა წყალტუბოს სანატორიუმების შესახებ

დაპოსტა 2019/11/06-ში
108
ნახვა
გაზიარება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა წყალტუბოს განვითარების გეგმებთან დაკავშირებით ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას ეხმაურება.

მინისტრის განცხადებაში, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს, აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედებაა. მინისტრის თქმით, გულდასაწყვეტია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები იმეორებენ პოლიტიკური ოპონენტების ნარატივს და ავრცელებენ გადაუმოწმებელ, მცდარ ინფორმაციას.

ამასთან, მინისტრის თქმით, საფუძველსაა მოკლებული ბრალდება სახელმწიფოს ხელში არსებული ქონების 1 ლარად გადაცემის შესახებ.

“მეგა ტვ”  ნათია თურნავას განცხადებას უცვლელად გთავზობთ:

„მსურს, გამოვეხმაურო ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას წყალტუბოს განვითარების გეგმებთან დაკავშირებით. პირველ რიგში, მისასალმებელია არასამთავრობო სექტორის ყურადღება წარმოდგენილი საკითხის მიმართ. დიდი საზოგადოებრივი ინტერესი საწინდარია, რომ პროექტის მნიშვნელობისა და მასშტაბის შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს.

ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცხადებული ინიციატივის თანახმად, მან გადაწყვიტა, მხარი დაუჭიროს კურორტ წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტს, მის აღორძინებას ერთიანი გააზრებული კონცეფციით და გეგმით, რაც ერთბაშად მისცემს საშუალებას არამხოლოდ კურორტ წყალტუბოს, არამედ მთელ რეგიონს, მიიზიდოს კერძო ინვესტორები და სათავე დაუდოს ეკონომიკურ აღმავლობას.

მივესალმები ბიძინა ივანიშვილის ამ უმნიშვნელოვანეს ინიციატივასა და უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედებას, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი უზრუნველყოფს უდიდესი რესურსის მქონე კურორტის ხელახლა დაბადებას და გაცოცხლებას. წინასწარი გათვლებით, საუბარია თითოეულ სასტუმროში საშუალოდ 200 ადამიანის დასაქმებაზე, მხოლოდ კურორტზე კი ჯამში 6 – 8 ათასი ადამიანის დასაქმებაზე. სანატორიუმების აღდგენის შემდეგ კი, კურორტზე ვიზიტორთა წლიური რაოდენობა 600 – 800 ათას ადამიანს მიაღწევს.

საკითხში ჩახედულმა და დაინტერესებულმა პირებმა თუ ორგანიზაციებმა კარგად იციან, რომ უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში სახელმწიფომ ვერ მოახერხა წყალტუბოში სანატორიუმების უდიდესი უმრავლესობის გაყიდვა. კერძო ბიზნესი არ არის დაინტერესებული ცალკეული დანგრეული შენობის ყიდვით, რომლის სათანადო რეაბილიტაცია, ისტორიულ-კულტურული ღირებულების შენარჩუნება და თანამედროვე პირობებზე მორგება დიდ დანახარჯს მოითხოვს. თანაც, ერთი ცალკეული სასტუმრო ვერ გახდება მიზიდულობის ცენტრი, თუკი არ მოხდა კურორტის მთლიანი რეაბილიტაცია, მთელი ინფრასტრუქტურითა და შესაბამისი მეურნეობების აწყობით (ლოგისტიკა, ტრანსპორტი და ა.შ.). უკვე ერთი წელია ქონების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე ღიად დევს შეთავაზება წყალტუბოს სანატორიუმების პრივატიზების შესახებ და გამოხმაურება ამ საკითხს არ მოყოლია.

საქართველოს მთავრობის დაკვეთით, 2014 წელს შვეიცარიულმა კომპანიამ Kohl & Partners შეისწავლა წყალტუბოს პოტენციალი და მის ძლიერ მხარეებზე დაყრდნობით, როგორიც არის რეგიონის ბუნებრივი გარემო და კულტურული ფასეულობები, ჩამოაყალიბა ხედვა, რის მიხედვითაც წყალტუბოს შეუძლია, გახდეს ჯანმრთელობის დედაქალაქი აღმოსავლეთ ევროპაში და დიდი ევროპული კურორტების კონკურენტი. ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა სწორედ ამ გეგმის ფარგლებში კურორტის განვითარებას ეხება. საკუთრივ ეს კონცეფციაც და საჯარო ინტერესიც აპრიორი გულისხმობს წყალტუბოს კურორტის კულტურულ-არქიტექტურულ-მხატვრული იერსახის, გეგმარებისა და ღირებულების არა მხოლოდ აღდგენას, არამედ მის სრულ ფუნქციურ რეაბილიტაციას. კურორტის აღდგენის ერთიანი პოლიტიკა ამის ყველაზე კარგი საშუალებაა. წყალტუბოს არქიტექტურა წარმოადგენს კურორტის უმთავრეს ღირსშესანიშნაობას და ბუნებრივია, რომ მისი მნიშვნელობა დაცული იქნება.

რაც შეეხება არასამთავრობოთა განცხადებაში გამოთქმულ შეშფოთებას, მსურს, დავარწმუნო ისინი, რომ ნებისმიერი პროცესი თუ სამუშაო შესრულდება ქვეყნის, ყველა მოქალაქისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით. ოპონენტების ბრალდებას, თავად ბიძინა ივანიშვილი პასუხობს საჯაროდ , სადაც ის მკაფიოდ ხსნის, რომ მისი ერთადერთი მოტივატორი კურორტის რეაბილიტაცია და არა მისი ფლობა და მართვაა. მეტიც, ის საუბრობს კონკრეტულ მექანიზმებზე, თუ როგორ უნდა მოხდეს რეაბილიტირებული ქონების კერძო სექტორზე გადაცემა.

ასევე საფუძველსაა მოკლებული ბრალდება სახელმწიფოს ხელში არსებული ქონების 1 ლარად გადაცემის შესახებ. მოგახსენებთ, რომ თავის დროზე სახელმწიფომ 1 ლარად გადაცემის პირობითაც კი ვერ დააინტერესა კერძო სექტორი საინვესტიციო ვალდებულების ასაღებად, რაც არ ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში აუცილებლად 1 ლარად მოხდება ქონების გასხვისება.

გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები უკრიტიკოდ იმეორებენ პოლიტიკური ოპონენტების ნარატივს და ავრცელებენ გადაუმოწმებელ, მცდარ ინფორმაციას, რაც ემსგავსება ღია კარის მტვრევას, ხოლო მსგავსი ქმედება აზიანებს ზოგადად, არასამთავრობო სექტორის იდეას. ეკონომიკის სამინისტრო და პირადად მე, მზად ვართ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს პროექტის შესახებ მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია, რაც თავის მხრივ მომავალში გამორიცხავს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას,”-აღნიშნულია განცხადებაში.

თეგები: ბიძინა ივანიშვილინათია თურნავაწყალტუბოწყალტუბოს აღორძინება
გაზიარება54

დაკავშირებული -პოსტები

“გრენლანდიასთან დაკავშირებით „მომავალი შეთანხმების ჩარჩო“ ისეთი შეთანხმებაა, რომლის დადებაც მსურდა” – ტრამპი

იანვარი 22, 2026
0
მთავარი

გრენლანდიასთან დაკავშირებით „მომავალი შეთანხმების ჩარჩო“ ისეთი შეთანხმებაა, რომლის დადებაც მსურდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსში CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, შეთანხმება გრენლანდიის აშშ-ის საკუთრებაში გადაცემას გულისხმობს თუ არა, დონალდ ტრამპმა...

დაწვრილებითDetails

” ვფიქრობ, შეგვიძლია, გაყინული რუსული აქტივებიდან 1 მილიარდი დოლარი „მშვიდობის საბჭოს“ გავუგზავნოთ” – პუტინი

იანვარი 22, 2026
5
მთავარი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მოსკოვი პასუხს მას შემდეგ გასცემს, რაც საგარეო საქმეთა სამინისტრო დოკუმენტებს განიხილავს და კონსულტაციებს გამართავს...

დაწვრილებითDetails

ვფიქრობთ, ფასნამატი 86% საკმაოდ მაღალია – პრემიერი ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე

იანვარი 21, 2026
69
მთავარი

ბიზნესის თავისუფლება არის მთავარი ამოსავალი წერტილი ჩვენთვის და ბუნებრივია, თავისი პლუსი აქვს, როდესაც ბიზნესი მთლიანად თავისი თავისუფალი შეხედულებით განსაზღვრავს საკუთარ საქმიანობას, თუმცა აქ შემოდის სოციალური ასპექტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენთან ერთად...

დაწვრილებითDetails

” ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს” – სოფიო ქაშაკაშვილი

იანვარი 21, 2026
60
მთავარი

ძალიან საქმიანი შეხვედრა ჩატარდა, ვისაუბრეთ სხვადასხვა თემებზე, გავშალეთ ციფრები, მიზან-შედეგობრივი კავშირები - აბსოლუტურად ყველა მზად არის, რომ ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ რეჟიმში გაიაროს ნებისმიერი ციფრი. რაღაც პერიოდის განმავლობაში კიდევ ვიმუშავებთ და შემდგომ...

დაწვრილებითDetails

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ა.ა.ი.პ სპორტისა და მოზარდთა აქტივობის ცენტრის ხელმძღვანელად პარმენ სიგუნავა დაინიშნა

იანვარი 21, 2026
67
მთავარი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ა.ა.ი.პ სპორტისა და მოზარდთა აქტივობის ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ინფორმაციას ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს . ახალი მმართველი პარმენ სიგუნავა თანამშრომლებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გურამ...

დაწვრილებითDetails

საქართველო ტრამპის მშვიდობის საბჭოში მიიწვიული არაა

იანვარი 21, 2026
159
მთავარი

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა ღაზას სამშვიდობო საბჭოში გასაწევრიანებლად, თითქმის, ხუთი ათეული მსოფლიო ლიდერი იმ იმედით მიიწვია, რომ ანკლავში ხანგრძლივი მშვიდობისა და რეკონსტრუქციისთვის თავის გეგმას განახორციელებს. ამის შესახებ Bloomberg წერს და...

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდება

იანვარი 21, 2026
92
მთავარი

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, შეხვედრა 14:00 საათზეა ჩანიშნული. შეხვედრის საკითხი სასურსათო ფასებია, რასთან დაკავშირებითაც მთავრობამ სპეციალური სამუშაო ჯგუფი შექმნა. მთავრობის ადმინისტრაციაში სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის პირველი...

დაწვრილებითDetails

აშშ-ში ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი შეიკრიბა – Reuters

იანვარი 21, 2026
28
მთავარი

აშშ-ის ქალაქებსა და საუნივერსიტეტო კამპუსებში ათასობით ადამიანმა, მათ შორის სტუდენტებმა, დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის გასაპროტესტებლად მსვლელობები გამართა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მომიტინგეები შეიკრიბნენ ვაშინგტონსა და უფრო პატარა ქალაქებში, მათ შორის ჩრდილოეთ კაროლინას...

დაწვრილებითDetails

“ევროპის ურთიერთობებში, სამწუხაროდ, ისინი ვერ ლაგდებიან იქ და ვის აქვს იმედი, რომ ჯაფარიძე-გვარამია-ხაზარაძე შერიგდებიან ” -გურამ მაჭარაშვილი

იანვარი 21, 2026
21
მთავარი

ვხედავთ რა ხდება ევროკავშირში, ნატო-ში და ამერიკა - ევროპის ურთიერთობებში - სამწუხაროდ, ისინი ვერ ლაგდებიან იქ და ვის აქვს იმედი, რომ ჯაფარიძე, გვარამია და ხაზარაძე შერიგდებიან ან რაიმე ერთ პლატფორმაზე დადგებიან,...

დაწვრილებითDetails

“პატიმრები და მათი ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ შესაწყალებელი არაფერი აქვთ”- ნინო წილოსანი

იანვარი 20, 2026
71
მთავარი

პრეზიდენტმა ყაველაშვილმა ერთხელ იხუმრა - ხომ ჰყავთ მათ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი და მან შეიწყალოსო - ეს ძალიან სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს - კიდევ ერთი აბსურდი მათ გუშინდელ აგორებულ კამპანიაში ის არის, რომ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».