თბილისის ზღვის შემოვლით გზაზე ქერით დატვირთული სატვირთო ავტომობილი ამოტრიალდა.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა. სატვირთო ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.ამობრუნების შემდეგ ქერი, რომელიც სატვირთო ავტომობილს გადაჰქონდა გზის სავალ ნაწილზე მიმოიფანტა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.