“თბილისის მე-11 რაიონული სამსახურის 1131 ბრიგადის პოზიტიურად დასრულებული მორიგეობა.
როგორც ექიმი ნანა შონია იხსენებს, ორსულობასთან დაკავშირებით გამოძახება 1131 ბრიგადის წევრებმა გამთენიისას მიიღეს.
ახალგაზრდა ქალბატონი ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად სახლში მარტო იმყოფებოდა, როდესაც მას ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. ადგილზე მისული ექიმების პროფესიონალიზმის წყალობით ტყუპი გოგონების დაბადების პროცესი ბედნიერად დასრულდა.
ექიმების გადმოცემით, ერთი და თავიდანვე აქტიური იყო და ტიროდა, ხოლო მეორე ტყუპი მიუხედავად აქტიურობისა, იყო ციანოზური და არ ტიროდა. ექიმებმა ახალშობილს ყველა საჭირო და აუცილებელი მანიპულაცია ჩაუტარეს, რის შედეგადაც პატარამ ტირილი დაიწყო.
აღსანიშნავია პაციენტის დასახმარებლად მისული სამაშველო სამსახურის ოპერატიულობა და პროფესიონალიზმი.
ბრიგადის ექიმების მიერ დედა და ახალშობილი ორი პატარა გოგონა სტაბილური მდგომარეობით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იქნენ გადაყვანილნი.
ექიმი ნანა შონია სერტიფიცირებული გინეკოლოგია, რაც ამ კონკრეტული შემთხვევისას თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლდათ.ექიმი ნანა შონია, უმცროსი ექიმი გიორგი ჭინჭარაძე, მძღოლი ლევან ბალხამიშვილი” -წერს გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად” სოციალურ ქსელში
გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მე-8 ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა
გარდაბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მე-8 ახალგაზრდა გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა, პაპუნა ბახტაძემ განუცხადა. “ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა, ოპერაცია, შესაბამისი პროცედურები გაგრძელდა ტრავმატოლოგიაში. ოპერაციების დასრულების შემდგომ,...










