ქუთაისში რკინიგზის სადგურთან ე.წ „ბუნკერში“ ნაპოვნი ადამიანის გვამის იდენტობა ჯერ კიდევ უცნობია. როგორც შსს აცხადებენ გამოიძება კომპლექსური ექსპერტიზის შედეგბს ელოდებიან, რომელსაც დაახლოებით 6 თვე სჭირდება.
შეგახსენებთ შემთხვევა მიმდინარე წლის 9 აპრილს მოხდა. რკინიგზის სადგურთან ე.წ „ბუნკერში“ ქალის დანაწევრებული სხეული იპოვეს. ტერიტორია რამდენიმე საათის განმავლობა შემოსაზღვრული იყო. ადგილზე სამართალდამცველები ექსპერტებთან ერთად მუშაობდნენ. გამოძიება 108-ე განზრახ მკველობის მუხლითაა დაწყებული, რაც თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ითვალისწინებს.