საფრანგეთი – საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი სოციალურ ქსელში ბრიტანეთში COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატის დამტკიცებას ეხმაურება.
“სასიხარულო ინფორმაცია!!!
გუშინ გესაუბრებოდით იმ მედიკამენტების შესახებ, რომელიც მეცნიერთა განსაკუთრებული ინტერესის სფეროში მოექცა COVID-19 დასამარცხებლად და აღვნიშნე, რომ ამ მედიკამენტის წარმოება წლის ბოლოს იგეგმებოდა.
დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ (MHRA) უკვე დაამტკიცა დიდ ბრიტანეთში COVID-19–ის პრევენციისა და მკურნალობის პირველი ანტისხეულების სამკურნალო საშუალების გამოყენება.
მადლობა მეცნიერთა თავდადებულ შრომას.
ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ პანდემიას!!!”, – წერს ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში.