საერთაშორისო საზოგადოება სრულად ავტონომიური შეიარაღებული სისტემების შექმნისა და გამოყენების წინააღმდეგ მტკიცედ უნდა გამოვიდეს.
ამის შესახებ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ შალენბერგმა განაცხადა.
“ჩვენ უნდა დავაწესოთ მკაფიო” წითელი ხაზები “, რომლის გადასალახად კაცობრიობა მზად არ არის.
საუბარია მკვლელი მანქანების შექმნაზე უარის თქმაზე: სასიკვდილო ავტომატური შეიარაღებულ სისტემებზე, რომლებიც ალგორითმის გამოყენებით, მყისიერად წყვეტენ, ვინ იცოცხლებს და ვინ მოკვდება”, – განაცხადა შალენბერგმა.
მისივე თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიები არ უნდა გახდეს “ხაზი, რომლის მიღმაც ადამიანის უფლებები არ არსებობს”.
”სხვა ქვეყნებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დავიწყებთ პროცესს, რომელიც მკვლელი რობოტების აკრძალვას გამოიწვევს”, – განაცხადა მინისტრმა.
შალენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ ავსტრია ყურადღების გამახვილებას მსოფლიოში ბირთვული განიარაღების საკითხზეც გააგრძელებს.
“ჩვენ არ შეგვიძლია, გავაუმჯობესოთ ჩვენი უსაფრთხოება … ბირთვული შეკავების მითზე დაყრდნობით. ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ მასობრივი განადგურების შემზარავი იარაღი”, – დასძინა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.