LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
როგორც არ უნდა დასრულდეს ეს დიალოგი და მედიაციის პროცესი, ქართველი ხალხი გაიგებს, რომ „ქართული ოცნება“ იყო აქ ყველაზე კონსტრუქციული – შალვა პაპუაშვილი

სასაცილოა, რომ რასა იუკნევიჩიანე მის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში ოპოზიციას მოუწოდებდა არჩევნებში მონაწილეობისკენ და მეორე დღეს, შეიტანა შესწორება და მოუწოდებს, არ მიიღონ მონაწილეობა – შალვა პაპუაშვილი

დაპოსტა 2025/07/10-ში
A A
5
ნახვა
გაზიარება

სასაცილო მომენტია, რომ რასა იუკნევიჩიანე მის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში ოპოზიციას ჯერ მოუწოდებდა არჩევნებში მონაწილეობისკენ და მეორე დღეს, შეიტანა შესწორება და ოპოზიციას მოუწოდებს, არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში – ასეთი ხალხი ჰყავს გაღმერთებული ამ „აკა-ცუკა“ ოპოზიციას, თითქოს რელიგიური სექტის წევრები იყვნენ და მათი ქურუმი იყოს რასა იუკნევიჩიანე,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რა დროსაც, ევროპარლამენტის მიერ გუშინ მიღებული რეზოლუცია შეაფასა.

პაპუაშვილის თქმითვე, რასა იუკნევიჩიანე ქართველი ხალხის მიმართ ფაშისტურ განცხადებებს აკეთებს.

„რასა იუკნევიჩიანეს ეს განცხადება რა მოსატანია, როდესაც ის ფაშისტურ განცხადებებს აკეთებს ქართველი ხალხის მიმართ. შეგახსენებთ, მან თქვა, რომ ევროპასთან დაკავშირებით საკითხები არის ქართველი ხალხის ბრალი, ვინც ხმას აძლევს „ქართულ ოცნებას“. პირდაპირ ფაშისტური განცხადებაა, როდესაც გამოარჩია მოქალაქეების ერთი ჯგუფი პოლიტიკური ნიშნით. [ვინც] მის გემოვნებაში არ ჯდება, ისინი გამოაცხადა დამნაშავეებად. როდესაც ადამიანი ფაშისტურ განცხადებებს აკეთებს ქართველი ხალხის მიმართ, იქ დეზინფორმაცია მსუბუქი დანაშაულია.

მინდა, კიდევ ერთხელ რეზოლუციას შევეხო, რომელიც მისი მომზადებული იყო. ცალკე სასაცილო მომენტია, რომ მის მიერ მომზადებულ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტის ერთ-ერთ მუხლში ეწერა, რომ ოპოზიციას მოუწოდებს, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და მეორე დღეს, მანვე შეიტანა შესწორება და ოპოზიციას მოუწოდებს, არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ასეთი ხალხი ჰყავს გაღმერთებული აი ამ „აკა-ცუკა“ ოპოზიციას. თითქოს რაღაც რელიგიური სექტის წევრები იყვნენ და მათი ქურუმი იყოს რასა იუკნევიჩიანე. მათ შორის, ამ რეზოლუციაში ვნახეთ ჩანაწერი სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად აღიარების შესახებ, რომელიც 7 წლის წინ აირჩა. ევროპარლამენტი ხომ უკვე დაამსგავსეს საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს, ახლა „ბრეჟნევიზაციის“ პროცესი თუ უნდათ, რომ დაიწყონ… 7 წლის წინ არჩეული ადამიანი, რომელსაც ვადა უკვე კარგა ხანია გაუვიდა, უნდათ, რომ ლეგიტიმურად აღიარონ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, რასა იუკნევიჩიანეს განცხადების შეფასებისას, როდესაც ის მზია ამაღლობელზე საუბრობს, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „მსგავს ტყუილებს იმიტომ ამბობენ, რომ გასდით“.

„გასდით და იმიტომ. ტყუილს იტყვიან, რა ედარდებათ, ვინმე პასუხს მოსთხოვთ? აქ რომ აფინანსებენ რაღაცებს, რომ თითქოს ფაქტები უნდა დაადგინონ, იქ ვინ მოსთხოვს პასუხს? რასა იუკნევიჩიანეს პასუხი ვინ უნდა მოსთხოვოს? ატრიალებენ მთელს ევროპას თავის ჭკუაზე“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ რაც ახლა ბრიუსელში ხდება, ეს არის „ღირებულებითი კრახი“.

„ეს არის ჩვეულებრივი დეზინფორმაცია, რომელსაც ევროკავშირი ავრცელებს. სინამდვილეში, ღირებულებითი კრახია, რაც ახლა ხდება ბრიუსელში, როდესაც აღრეულია ღირებულებები, როდესაც შენ გეუბნებიან, რომ დეზინფორმაცია ცუდია და თავად იტყუებიან, როდესაც გეუბნებიან, რომ ძალადობა ცუდია და თავად აფინანსებენ მოძალადეებს; როდესაც გეტყვიან, რომ სიძულვილის ენა ცუდია და თავად აფინანსებენ ადამიანებს, რომლებიც ჩვეულებრივი ვერბალური მოძალადეები არიან. ევროპულ ღირებულებებს არიან აცილებულები“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან, რეზოლუციაზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „ევროკავშირი ევროკომისიის და მისი ელჩის სახით, დღეს გამოდის და სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს“.

„გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის, მარტა კოსის მონაწილეობით იქნა ეს რეზოლუცია მიღებული. ის კომპლიმენტებში დაიღვარა რასა იუკნევიჩიანეს მიმართ. ეს სრულად ევროკომისიის და ევროკავშირის ელჩის პასუხისმგებლობაა. ევროკავშირი ევროკომისიის და მისი ელჩის სახით, დღეს გამოდის და სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. ამიტომ, პასუხი გასცეს ახლა ევროკავშირის ელჩმა ქართველ ხალხს. რა უნდათ, ვერ გავიგე. სააკაშვილი არის ევროპა ბატონი ჰერჩინსკის და ევროკომისიის აზრით? ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან.

მათ შორის, წინა რეზოლუციებშიც ითხოვდნენ სანქციების დაწესებას რუსეთისთვის. ანუ, ითხოვენ, რომ რუსეთთან ესკალაციაში შევიდეთ, გამოვუშვათ დიქტატორი და წამების სისტემის შემქმნელი. ეს არის მათი წარმოდგენით ევროპა. ამიტომ, ბატონმა ჰერჩინსკიმ უპასუხოს, ევროპა არის დიქტატურა, წამება, ესკალაცია, ქვეყნის გაწირვა კონფლიქტებისთვის? ეს არის ევროპა მისი აზრით?“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

გაზიარება2

დაკავშირებული -პოსტები

მარიამობასთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულებები ამანათების მიღებას იწყებენ

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
მოედება მთელს ციხეს – გეგუთის ციხეში 90 პატიმარი ინფიცირებულია
მთავარი

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის დამატებით ამანათების მიღებას იწყებს. პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება 26-27 აგვისტოს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე. წარმოგიდგენთ იმ...

დაწვრილებითDetails

ექს-პრემიერის ოჯახი ამბობს, რომ ღარიბაშვილი დღეს “პოლიტიკური პატიმარია”

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

ექს-პრემიერის ოჯახი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დღეს "პოლიტიკური პატიმარია" - ამის შესახებ რუსთავის ციხიდან გამოსულმა ადვოკატმა, ექს-პრემიერის ცოლის დამ, ნათია თამაზაშვილმა "პირველებს" განუცხადა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ღარიბაშვილის ოჯახის...

დაწვრილებითDetails

სუნზე შევიდა ეზოში და რომ ნახა უფრო მძაფრი სუნი გამოდიოდა, მერე გამოიძახა პოლიცია – ახალი დეტალები ზუგდიდში გარდაცვლილი დების შესახებ

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
სუნზე შევიდა ეზოში და რომ ნახა უფრო მძაფრი სუნი გამოდიოდა, მერე გამოიძახა პოლიცია – ახალი დეტალები ზუგდიდში გარდაცვლილი დების შესახებ
მთავარი

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ყუ­ლიშ­კარ­ში. გუ­შინ, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში, მე­ზო­ბელ­მა, რო­მელ­მაც რო­გა­ვე­ბის სახ­ლთან ჩა­ი­ა­რა, სა­ში­ნე­ლი სუნი იგ­რძნო და მა­შინ­ვე გან­გა­ში ატე­ხა.   ეზო­ში შე­სულს რო­გა­ვე­ბის სახ­ლი­დან არც ერ­თმა იქ მცხოვ­რებ­მა...

დაწვრილებითDetails

საქართველო პოლონეთიდან დეპორტირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
საქართველო პოლონეთიდან დეპორტირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა
მთავარი

საქართველო პოლონეთიდან დეპორტირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა. პირველზე უკრაინელები არიან, ხოლო საქართველოს ბელარუსის, მოლდოვას და კოლუმბიის მოქალაქეები მოსდევს. ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებში წერია, რაც სოციალურ ქსელში უწყების Х-გვერდზე...

დაწვრილებითDetails

ავარია ქობულეთში – არის მსხვერპლი

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
ავტოსაგზაო შემთხვევებს 442, ხოლო ხანძრებს 48 ადამიანი ემსხვერპლა – საქსტატი
მთავარი

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - ინფორმაციას ამის შესახებ „გურია ნიუსი“ ავრცელებს. არსებული ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ლეღვასთან მოხდა. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან...

დაწვრილებითDetails

მძიმე დაზიანებები მიაყენეს მოქალაქეს, პირად ნივთები და თანხა წაართვეს – დაკავებულია 2 პირი

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

პოლიციამ თბილისში ჯგუფური ყაჩაღობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ორი პირი დააკავა  -  ინფორმაციას შსს ავრელებს "შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა – ჯუანშერ ბურჭულაძემ ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან, 750 000 ლარი თავად დაიტოვა, 750 000 ლარი კი ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილ

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
მამა-შვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
მთავარი

პროკურატურა - ჯუანშერ ბურჭულაძემ ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან, 750 000 ლარი თავად დაიტოვა, 750 000 ლარი კი ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს - კორუფციული ქმედებით, ჯამში,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს. შესაბამისი განცხადება გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. როგორც გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა განაცხადა, საქმე ეხება კორუფციულ დანაშაულს, კერძოდ, განსაკუთრებით...

დაწვრილებითDetails

ავარია მანავთან – დაშავებულია 5 ადამიანი

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

სა­გა­რე­ჯო­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის დროს ხუთი ადა­მი­ა­ნი და­შავდა. შემ­თხვე­ვა სო­ფელ მა­ნავ­ში რამ­დე­ნი სა­ა­თის წინ მოხ­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერ­თმა­ნეთს სა­პი­რის­პი­როდ მოძ­რა­ვი ორი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი და სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი შე­ე­ჯა­ხა, რო­მელ­საც ტუ­რის­ტე­ბი კა­ხე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით...

დაწვრილებითDetails

რიტუალი, რომელსაც მარიამის დღესასწაულზე საკრარული მნიშვნელობა აქვს

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
რიტუალი, რომელსაც მარიამის დღესასწაულზე საკრარული მნიშვნელობა აქვს
მთავარი

კუნძული კეფალონია (საბერძნეთი), რომელიც იონიის ზღვაში მდებარეობს, მარტო იმით არაა გამორჩეული, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კუნძულია ამ ზღვაში.   სწორედ ამ კუნძულზე, ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამის მიძინების დღეს, ყოველწლიურად აღესრულება სასწაული,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"