,,თბილისის საპატიო მოქალაქედ გათხოვილი კაცის არჩევა, არის სრულიად საქართველოსთვის სულში ჩაფურთხება.” – ასე ეხმაურება გურამ ფალავანდიშვილი მსოფლიოში ცნობილი ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას თბილისის საპატიო მოქალაქედ აღიარებას.
პოსტის კომენტარები არაერთგვაროვანია, ნაწილი წერს რომ ეს ფაქტი ნამდვილად სირცხვილია და ნაწილს კი მიაჩნია რომ სწორედ ასეთი პოსტების სირცხვილი და ასეთი დამოკიდებულებების გამო ტოვებენ ნიჭიერი ქართველები ქვეყანას.
,,რას ერჩიან ჩვენს დედაქალაქს?!
ასეთი შეურაცხყოფა მართლა მეტისმეტია და დაუშვებელია! საპატიო თბილისელის წოდება სამარცხვინო გახადეს.😡🤦”
,,საპატიო მოქალაქე უნდა იყოს ღირსეული. ღირსებააყრილი ლოგიკაში ვერ ჯდება ამ წოდებასთან. თუ ასეთი ადამიანის მოძებნა გაგიჭირდათ , ჩემთვის მაინც გეკითხათ, დაგეხმარებოდით.”
,,ადამიანმა მთელ მსოფლიოს გააცნო ჩვენი კულტურა.შეგრცხვეთ ,ვიცი კითხვა რომ არ გიყვართ ,მაგრამ იქნებ დაგუგლოთ მაინც.აშკარად არ გაქვთ ინფორმაცია იმაზე რომ დემნას მთელი თავისი შემოქმედება საქართველოს თემტიკაზე აქვს აგებული.ჩვენიანის დაფასება რომ არ ვიცით მაგიტომ გარბის ყველა ნიჭიერი ადამიანი ამ ქვეყნიდან.”
,,მაგ გათხოვილ კაცს მსოფლიო იცნობს და პატივს სცემს, აღიარებენ როგორც მოდის ისტორიის ახალი ერის საწყისს ❤️
ახლა მაინტერესებს თქვენ ვინ გაღიარებთ და რა შექმენით მსოფლიოსთვის ღირებული ❤️ პასუხს ველოდები ❤️” – წერენ მოქალაქეები.
დემნა გვასალიას თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსი ქალაქის მერმა კახა კალაძემ მიანიჭა.