LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კორპუსი შესაძლოა უკანონო მშენებლობის გავლენით დაინგრა – ვახტანგ გომელაური

საოკუპაციო ხაზის 100%-იანი „გადახურვა“ ფიზიკურად შეუძლებელია, ჩვენ კი არა, აშშ ვერ იცავს საზღვარს ბოლომდე – გომელაური

დაპოსტა 2024/03/20-ში
A A
25
ნახვა
გაზიარება

არ მინდა ღიად ვისაუბრო. ბარემ პირდაპირ მოვახსენებ ჩვენ ოკუპანტებს, რას, როგორ ვაკეთებთ, – ასე უპასუხა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მყოფმა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დეპუტატ ნატო ჩხეიძის კითხვას, თუ რატომ არ მიმდინარებს პატრულირება საოკუპაციო ხაზთან.

როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, „ჩვენ კი არა, აშშ ვერ იცავს საზღვარს ბოლომდე, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა“.

„ქალბატონო ნატო, არ ვიცი, თქვენ ვინ მოგახსენათ, არ მიმდინარეობს პატრულირება და არ მუშაობენ ადამიანები. მიმდინარეობს პატრულირება და ბევრი რაღაც კეთდება. ღიად ყოველთვის ვერ ვისაუბრებთ, რა კეთდება და როგორ კეთდება. მოგეხსენებათ, საოკუპაციო ხაზია…

დაახლოებით 400 კმ-ია საოკუპაციო ხაზი ცხინვალის მიმართულებით. ურთულესია, არაერთხელ მისაუბრია და შეიძლება მეათედ ვსაუბრობ, მისი 100%-იანი გადახურვა ფიზიკურად შეუძლებელია. რაც არ უნდა თანხები, ბიუჯეტი მოგვცენ, რაც არ უნდა გავაკეთოთ… მაშინ, შსს 40 000 კი არა, 100 000 თუ გავხდებით კი, ბატონო, მერე გავაკეთებთ, თუმცა ეს ფიზიკურად ვერ მოხდება. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, ჩვენ კი არა, აშშ ვერ იცავს საზღვარს ბოლომდე, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მარტო აშშ კი არა ყველა, ბევრი, ევროპული და მათ შორის აზიური ქვეყნებიც. 100%-იანი დაკეტვა მე მგონი, მარტო ჩრდილოეთ კორეაშია. გადაკეტილი აქვთ მთელი საზღვრები. მეტს, მსოფლიოში ერთ ქვეყანას ვერ დამისახელებთ, რომ საზღვრები 100%-ით დახურული აქვს, მით უმეტეს, საოკუპაციო ხაზი, სადაც ჩვენი მოქალაქეებიდან ზოგი იქით გადადის, ზოგს ნათესავი ჰყავს, ზოგი სასაფლაოზე გადადის, სამწუხაროდ, არ უშვებენ და აკავებენ. ეს პრობლემა დგას. თქვენ თუ იცით, გამოსავალი, რომ ასე შეიძლება გაკეთდეს, სიამოვნებით მოგისმენდით“, – განაცხადა გომელაურმა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, 10 წელია ხელმძღვანელი პირია, 2 წელი კი შს მინისტრის მოადგილე იყო და იმ დროს ამ მიმართულებას თავად კურირებდა.

„ძალიან ბევრი გვიმუშავია, მათ შორის პარტნიორებთანაც, არა მარტო ქართველებთან. ამის გამოსავალი – იცით, რა, ეს გააკეთეთ და მორჩა, 100%-ით გადახურული იქნება… არ ვიცი, ვერავინ გვეუბნება და თქვენ თუ გვეტყვით, მადლობელი ვიქნებით. მესმის, რომ შეიძლება უფრო მეტი შევძლოთ, მეტი გავაკეთოთ. თუმცა, გარდაცვალების შემდეგ კიდევ დავამატეთ და რაღაცები გავაძლიერეთ, მაგრამ არ მინდა ღიად ვისაუბრო. ბარემ პირდაპირ მოვახსენებ ჩვენ ოკუპანტებს, რას, როგორ ვაკეთებთ“, – განაცხადა გომელაურმა.

გაზიარება10

დაკავშირებული -პოსტები

რას ამბობს ირაკლი კობახიძე თორნიკე რიჟვაძეზე

by მეგა TV
მარტი 14, 2026
0
რას ამბობს ირაკლი კობახიძე თორნიკე რიჟვაძეზე
მთავარი

მე მაქვს თორნიკესთან დაკავშირებით ინფორმაცია, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით - მადლობა ღმერთს, ის არის კარგად,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით...

დაწვრილებითDetails

4 მძიმე გადაცდომა იყო, სამწუხაროდ, ვერც ერთ შემთხვევაში, ჯერჯერობით იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
მარტი 14, 2026
0
” იმედი მაქვს, ნაკლებად ვიხილავთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების მხრიდან დანაშაულებრივი გადაცდომის 3-4 შემთხვევა იყო, თუმცა, მათი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. კობახიძემ აღნიშნულ შემთხვევებში ახსენა მათ შორის, დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ლევან ხაბეიშვილის, ასევე ჟურნალისტ...

დაწვრილებითDetails

რა ვითარებაა კურსებში – გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 14, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებტან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს. "გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელი კურსებში რჩებიან და როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე ადგილზე სწავლობენ...

დაწვრილებითDetails

“მძინარე ჩაცხრილეს ცოლის თვალწინ”- სასტიკი მკვლელობა დუშეთში

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
“მძინარე ჩაცხრილეს ცოლის თვალწინ”- სასტიკი მკვლელობა დუშეთში
მთავარი

მკვლელები ადგილობრივები, დუშელები არიან - აკო გოგოლაური და ტარიელ ვერძეული. ამბობენ, რომ მკვლელებს და მოკლულს ადრე ჰქონდათ ერთმანეთში კონფლიქტი, ოღონდ, რას უკავშირდება არ ვიცით. მეგობრები ყოფილან და რას უკავშირდება დაპირისპირება,...

დაწვრილებითDetails

ერთი პატარა საოცრად თბილი და სიყვარულით სავსე მეგობარი მყავდა – გარდაიცვალა სკოლის მოსწავლე

by მეგა TV
მარტი 14, 2026
0
ერთი პატარა საოცრად თბილი და სიყვარულით სავსე მეგობარი მყავდა – გარდაიცვალა სკოლის მოსწავლე
მთავარი

106-ე სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა მე-8 კლასელი ნინო ჯიხაია. როგორც ცნობილია გოგონა სიმსივნეს ებრძოდა. "უდიდესი ტკივილითა და სევდით ვემშვიდობებით ჩვენი სკოლის მე-8 კლასის გამორჩეულ მოსწავლეს – ნინო...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
თოვლი, ძლიერი ქარი, შტორმი- სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს. „15 მარტს კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, დროგამოშვებით 25-28 მ/წმ-მდე გაძლიერებით. 16 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ნალექი, მაღალმთიან...

დაწვრილებითDetails

სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი

by მეგა TV
მარტი 14, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

საერთოდ სხვა რეალობაა დღეს, უარესი სიტუაციაა - წერს სოციალურ ქსელში მარიამ ბეროძე და სოფელ კურსებში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. მარიამ ბეროძე ერთ-ერთია იმათგან, ვის ოჯახსაც სტიქიის გამო საკუთარი სახლის დატოვება მოუწია....

დაწვრილებითDetails

რუსთავში 2 არასრულწლოვანი დაჭრეს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

რუსთავში 2 არასრულწლოვანი დაჭრეს – ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევას წინ არასრულწლოვანებს შორის კამათი უძღოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაპირისპირება 22-ე სკოლის ეზოს ტერიტორიაზე მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო...

დაწვრილებითDetails

ანტიდოპინგური წესების დარღვევისთვის სანქცირებულია ექვსი ქართველი რაგბისტი

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
დღეს, ბორჯღალოსნები შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება
მთავარი

World Rugby-ისა და World Anti-Doping Agency-ის (WADA) ერთობლივი მასშტაბური გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ საქართველოს კაცთა ეროვნული 15-კაცა ნაკრების ექვსმა მოთამაშემ და გუნდის მხარდაჭერის პერსონალის ერთმა წევრმა ანტიდოპინგის წესები დაარღვია. გამოძიება...

დაწვრილებითDetails

“ჯერ სად ხართ, ერთმანეთსაც მალე დაჭამთ!!!”- გიგა ავალიანის დედა მიმართვას ავრცელებს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
“ჯერ სად ხართ, ერთმანეთსაც მალე დაჭამთ!!!”- გიგა ავალიანის დედა მიმართვას ავრცელებს
მთავარი

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს: არის ბევრი სიახლე, ფარული მოსასმენები დაუყენებიათ ყველასთან, მათ შორის ციხეშიც, საქმე 30 ტომამდე შეივსო. თუმცა, მე ჯერ ბოლო 5...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"