რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან ე.წ საზღვრის აღმნიშვნელი ახალი ბანერი დაამონტაჟეს.
ბანერი გორის სოფელ ხურვალეთში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დამონტაჟდა , 8 აგვისტოს ის ამ ადგილას არ ყოფილა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ბანერი ძველია და ბოლო დღეების განმავლობაში ხურვალეთში ოკუპანტებს ე.წ ბორდერიზაციის სამუშაოები არ განუახლებიათ.