სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციის ხაზთან მცხოვრები 88 წლის დათა ვანიშვილი გარდაიცვალა. დათა პაპა ბოლო თვეების განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა.
დათა პაპა იყო ხურვალეთის ის მცოხვრები, რომელსაც ომის შემდეგ სახლი არ დაუტოვებია. ის ხშირად ეკოტაქტებოდა საერთაშორისო ვიზიტორებს და ადგილზე არსებულ სიტუაციას აწვდიდა მედიასაც. დათა ვანიშვილი ოკუპანტებმა ამის გამო ის არაერთხელ დააკავეს.