ეკვადორის ყველაზე მაღალი და მძლავრი ჩანჩქერი – სან რაფაელი აღარ არსებობს. ამის შესახებ CNN-ი წერს.
[twenty20 img1=”21228″ img2=”21229″ offset=”0.5″]
გამოცემის ინფორმაციით, მდინარე კოკაზე არსებული ჩანჩქერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირშესანიშნაობა იყო და ყოველწლიურად ათობით ათას ტურისტს იზიდავდა. წყალი აქ 150 მეტრის სიმაღლიდან ვარდებოდა. ახლა ჩანჩქერის ნაცვლად აქ მხოლოდ რამდენიმე ნაკადი დარჩა. ჩანჩქერი კი ეკვადორის მოგზაურობის ვებგვერდიდანაც ამოიღეს.
ქვეყნის გარემოს დაცვის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ ჩანჩქერის გაქრობის მიზეზი ნიადაგში წარმოქმნილი ხვრელი გახდა, რის გამოც მდინარის კალაპოტი მიწის ქვეშ აღმოჩნდა.
Thanks to a sinkhole, Ecuador’s tallest waterfall at San Rafael has just disappeared…… pic.twitter.com/EMG0ptOSGn
— sassure (@sassure) March 31, 2020