სანქციები პოლიტიკოსებსა და ძალოვანებს, გაწევრების გაყინვა , ესტონეთის პარლამენტმა საქართველოზე განცხადება მიიღო რომელშიც დაგმობილია საქართველოს მთავრობის ქმედებები, გაკრიტიკებულია რუსული კანონის მიღება
“განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მანამ სანამ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი არ დაიწყებენ დემოკრატიული კრიზისის გადაწყვეტას იმ მიდგომით, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობასა და სამოქალაქო უფლებებს, არ დაუბრუნდებიან ევროკავშირთან შეთანხმებულ რეფორმებს და დემოკრატიზაციას და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს არ გააუქმებენ, რიიგიკოგუ აუცილებლად მიიჩნევს, რომ ესტონეთმა ევროკავშირის საბჭოში დაბლოკოს ევროკავშირში საქართველოს გაწევრების შემდგომი პროცესები, გაყინოს განვითარების თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან და გამოიყენოს გამოყოფილი თანხები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად. რიიგიკოგუ ასევე მიიჩნევს, რომ აუცილებელია ევროკავშირის საბჭოს შესთავაზოს სანქციების დაწესება, მათ შორის ევროკავშირში შესვლის აკრძალვის შესახებ ბიძინა ივანიშვილზე, საქართველოს მთავრობის წევრებზე, პარლამენტისა და “ქართული ოცნების” ხელმძღვანებელობასა და პარტია “ქართული ოცნების” საპარლამენტო ჯგუფზე” – წერია განცხადებაში.