ევროპაში, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსის „ნიუ“ ვარიანტის გავრცელება ბელგიაში დადასტურდა.
საუბარია ზრდასრულ ქალზე, რომელსაც სიმპტომები ეგვიპტეში თურქეთის გავლით მოგზაურობიდან დაბრუნებიდან 11 დღის შემდეგ განუვითარდა.
აღსანიშნავია, რომ მას არ ჰქონდა კავშირი სამხრეთ აფრიკასთან ან აფრიკის კონტინენტის სამხრეთით მდებარე რომელიმე სხვა ქვეყანასთან. დიაგნოზის დროს პაციენტს მაღალი ვირუსული დატვირთვა დაუფიქსირდა. სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საგანგებო შეხვედრას გამართავს.