„მას შემდეგ, რაც ხაზარაძეს ნახევრად უთხრეს და ნახევრად თავად გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა, პოლიტიზებული გახადა ანაკლიის პორტი, თითქოს ის იყო ამომავალი მზე დასავლეთიდან ევროინტეგრაციასთან და ამერიკასთან ურთიერთობაში. აღმოჩნდა, რომ არა თუ ამომავალი მზე, არამედ ჩვეულებრივი თაღლითური სქემების მესაკუთრეა. ეს დადასტურდა არა მხოლოდ ანაკლიის პორტზე. ჩვენ სულ მცირე ორი მაგალითი ვიცით მის სხვადასხვა კომპანიაში, როდესაც გადააგდო უცხოელი ინვესტორები და რომლებმაც აქეთ უჩივლეს ხაზარაძეს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში. ამიტომ, ანაკლიის პორტში მიმდინარე პროცესების და სხვა პროცესების პოლიტიკისთვის გამოყენებას, ბუნებრივია, მას არავინ შეარჩენდა. თან წინასაარჩევნოდ მიიღო „საჩუქარი“. თავისი ამომრჩეველიც კი ეტყვის, რომ მართალი ყოფილა, რასაც შენზე ამბობდნენ, გადააგდე სახელმწიფო და მერე სახელმწიფოს აქეთ უჩივლე
სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ხაზარაძე დიდად ჭკუით ვერ გამოირჩევა. ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკურ ასპარეზზე. მას გაცილებით დიდი ამბიცია აქვს, ვიდრე შესაძლებლობები. როდესაც შენ ორჯერ და სამჯერ მეტი ამბიცია გაქვს, ვიდრე შესაძლებლობები და ამას შენ არ მკურნალობ, ყოველთვის დამარცხებული იქნები. ამიტომაც არ ვარ დარწმუნებული, რომ მას ჰქონდა იმედი, რომ ამას პოლიტიკაში მოიშველიებდა და მხოლოდ იმიტომ შეიტანა სარჩელი, პოლიტიკური ქულები დაეწერა. მას პირადი ბოღმაც ამოძრავებს, როდესაც გამოდის ხოლმე, მათ შორის პოლიტიკურ განცხადებებში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.