LIVE TV
პარასკევი, ივნისი 2, 2023
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები

+12
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი ყველა სიახლე ახალი ამბები საზოგადოება

სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული რეინჯერების ოჯახები კომპენსაციას მიიღებენ

დაპოსტა 2019/08/05-ში
გაზიარება

ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვითაც, გარემოს დაცვისას სამსახურეობრივი მოვალეობის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრები ყოველთვიურ კომპენსაციას მიიღებენ. ამის შესახებ  არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“  იუწყება.

კანონპროექტი ,,მწვანე ალტერნატივას“ საკანონმდებლო წინადადების საფუძველზე მომზადდა და ძალაში 2019 წლის 1 აგვისტოს შევიდა.

კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N 4500-IIს) დაზარალებულთა ოჯახებისთვის ყოველთვიურ, 1000-ლარიან კომპენსაციას ითვალისწინებს. ის გადაეცემა მათ ოჯახებს, ვინც სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო/სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობის, ან კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის დროს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, ან ამ დროს მიღებული დაზიანებით დაიღუპა. კომპენსაცია ვრცელდება კანონის ამოქმედებამდე მომხდარ შემთხვევებზეც.

მათი დაფასებისთვის, ვინც ბუნების დაცვას თავი შესწირა, „მწვანე ალტერნატივამ“ საქართველოს პარლამენტს 2 წლის წინ მიმართა. 2017 წლის 22 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე გაგზავნილ განცხადებაში „მწვანე ალტერნატივა“ აღნიშნავდა:

„ჩვენი ქვეყნის ბუნების, ტყეების, დაცული ტერიტორიების შენარჩუნება ისეთივე საპატიო და საპასუხისმგებლო საქმეა, ისეთივე პატრიოტიზმია, როგორიც სამშობლოს ერთიანობის ან მართლწესრიგის დაცვა. ეკოსისტემებისა და ბუნებრივი რესურსების დაცვა ძალზე მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარების, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების კუთხით. ჩვენ მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქვეყნის სამსახურის დროს დაღუპული ადამიანების ოჯახებისათვის, ეს იქნება რეინჯერების, ტყის მცველების, გარემოს დაცვის ინსპექტორების და მათი კოლეგების საქმიანობის მნიშვნელობის ხაზგასმა. ისინი უნდა გრძნობდნენ, რომ მათ საქმიანობას აფასებს ქვეყანა“.

კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, ოთარ დანელია, ზაზა ხუციშვილი, ხოლო კანონპროექტის ინიციატორები – პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, ოთარ დანელია, ზაზა ხციშვილი, ენძელა მაჭავარიანი, გოგა გულორდავა, კობა ლურსმანაშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, ირაკლი ხახუბია, გოგი მეშველიანი, სულხან მახათაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ირინე ფრუიძე, ანრი ოხანაშვილი, ცოტნე ზურაბიანი, ირაკლი მეზურნიშვილი, სვეტლანა კუდბა და მერაბ ქვარაია.

კანონპროექტის დამტკიცებას 2 წელზე მეტი დასჭირდა. ის საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით 2019 წლის 17 აპრილს დაამტკიცა. დაგვიანების ერთ-ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გაერთიანება იყო.

„სიმბოლურია, რომ კანონის ამოქმედების წინა დღე – 31 ივლისი რეინჯერთა მსოფლიო დღეა. ამასთანავე, „მწვანე ალტერნატივა“ სწორედ 2001 წლის 31 ივლისს დაარსდა. თუმცა, ორგანიზაციის საზეიმო განწყობა მთლიანად დაჩრდილა ჩვენი კოლეგის, სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევით ცენტრ „ნაკრესის“ (NACRES) გამგეობის წევრის და კონსერვაციის პროგრამის დირექტორის, ბეჟან ლორთქიფანიძის დაკავების ფაქტმა, რომელიც 20-21 ივნისის ღამეს ანტისაოკუპაციო აქციაში მონაწილეობისთვის დააკავეს და აღკვეთი ღონისძიების სახით, სრულიად უსაფუძვლოდ, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

თეგები: კანონიკომპენსაციარეინჯერი
გაზიარება50

დაკავშირებული -პოსტები

“ამგენს კარები უნდა აუჭედო სუყველას”-ქუთაისის საკრებულოს სხდომამ ხმაურის ფონზე ჩაიარა

ივნისი 1, 2023
28
ვიდეო

ქუთაისის საკრებულოს სხდომამ ხმაურის ფონზე ჩაიარა. რამდენიმე თვიანი ბოიკოტის შემდეგ სხდომას ეწრებოდა ოპოზიციური ფლანგი. მათ ერთ-ერთ საკითხად  სოციალური საცხოვრისის მდგომარეობა , გახანგრძლივებული სარემონტო სამუშაოები და იქ შესახლებულთა მდგომარეობა დააყენეს ....

დაწვრილებით

რას აკეთებს ჭითურის მერია მიუსაფარი ძაღლებისთვის

მაისი 31, 2023
278
მთავარი

ა(ა)იპ ჭიათურის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრის მიერ  მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის იზოლირების , იდენტიფიკაციის საჭდით უზრუნველყოფისათვის, ასევე დეჰელმენტიზაციის , ვაქცინაციის სტერილიზაცია/ კასტრაციისათვის (საჭიროების შემთხვევებაში ევთანაზიისა და ცხოველთა სამარხში განათავსებისათვის )...

დაწვრილებით

“ვაი გოგიტა შენ დედას”-ვანში 22 წლის ახალგაზრდას ემშვიდობებიან

მაისი 30, 2023
7.8k
მთავარი

"ვანის შემოსასვლელში მოხდა ავარია არის მსხვერპლი 22 წლის ბიჭი :( ვუსამძიმრებ ოჯახს " როგორც მოქალაქეები წერენ გარდაცვლილი გოგიტა ოჩხიკიძეა, სოფელ ბზვანიდან.

დაწვრილებით

“ხალხო ტყვიამ გაიარა ჩვენს კარვებს შორის”-რა მოხდა ვაშლოვანის ნაკრძალში

მაისი 29, 2023
132
მთავარი

"2012 წლიდან ლაშქრობებზე დავდივარ და ასეთი შემთხვევა პირველად და იმედი მაქვს უკანასკნელად შემემთხვა მე და არამარტო მე, სხვა ტურისტებსაც !!! 27-28 მაისს ვიყავით ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები / Vashlovani Protected Areas-ზე...

დაწვრილებით

“ნუ დალევთ საჭესთან და ნუ გაამწარებთ ოჯახებს”- რა შემთხვევას იხსენებს მოქალაქე

მაისი 29, 2023
140
მთავარი

"წუხელ თანამშრომელი დავტოვეთ სახლში ,უკან ვბრუნდებოდით და 100 მეტრით წინ შემხვედრ ავტომობილს ავარია შეემთხვა და არხში გადავარდა.სიჩარეს მოვუმატე წამში გავაჩერე ავარიულად .არცერთი წამი არ მიფიქრია თუ რა შეიძლებოდა მომწეოდა,მეც გადავევლე...

დაწვრილებით

ათენში ქართველი ემიგრანტი გარდაცვლილი ნახეს

მაისი 27, 2023
101
მთავარი

ორგანიზაცია “ემიგრანტების იმედი” შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ათენში, “ილიონის” უბანში, ქართველი ემიგრანტი ქალი, ლიანა კოზაშვილი გარდაცვლილი იმ ოჯახში ნახეს, სადაც მუშაობდა. გარდაცვლილი ქალი 70 წლამდე ასაკისაა. „გარდაცვლილი...

დაწვრილებით

მეუფე შიომ პრემიერს გელათის გადარჩენისთვის მადლობა გადაუხდა

მაისი 27, 2023
39
მთავარი

მეუფე შიო ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის. პატრიარქის მოსაყდრე, რომელიც მედიასთან თითქმის არასდროს ჩნდება, დღეს გელათის საბჭოს შეკრებაზე, ტრიბუნასთან დადგა და მთავრობის მეთაურს პატრიარქის სახელით მადლობა გელათის გადარჩენისთვის  გადაუხდა. მე დღეს მინდა ვისარგებლო...

დაწვრილებით

“გიო ვინ გაგიმეტა ასე…”- ახლობლები მოკლულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

მაისი 27, 2023
2k
მთავარი

მოქალაქეები 20 წლის ახალგაზრდის მკვლელების  კანონის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს. ათდღიანი ძებნის შემდეგ დედოფლისწყაროელი ბიჭის ცხედარი ლეღვაში ტყეში დამარხული იპოვეს. მკვლელმა საქართველოს საზღვრები უკვე დატოვა.  სამართალდამცველებმა ორივე პირი განსაკუთრებით მძიმე...

დაწვრილებით

წალკაში მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა და გადაბრუნდა

მაისი 27, 2023
737
მთავარი

ერთი გარდაცვლილი და 4 დაშავებული - წალკაში მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა და გადაბრუნდა. გარდაცვლილიც და დაშავებულებიც ტექნიკური ჯგუფის წევრები არიან. უბედური შემთხვევა წალკაზე გამავალ საერთაშორისო სარკინიგზო მონაკვეთზე გუშინ მოხდა. ინფორმაციას დაღუპულის შესახებ...

დაწვრილებით

ტრაგედია წალკაში-ბავშვი ტბაში ჩავარდა

მაისი 27, 2023
493
მთავარი

ტრაგედია წალკაში - 3 წლის ბავშვი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი ტბაში დაიხრჩო. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.

დაწვრილებით
მეტის ნახვა
მთავარი

გლდანის ციხის თანამშრომელს ბრალი წარედგინა

მაისი 11, 2021
60
მთავარი

მამაკაცი, რომელსაც ტრაილერი დაეჯახა გარდაიცვალა

ივლისი 18, 2020
852
მთავარი

“აუცილებელია ამ მღვიმის დაცვა”- სოც. ქსელში მურადის მღვიმის დაცვას ითხოვენ

იანვარი 29, 2022
159





+12











.

No Result
View All Result

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!