LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პაციენტთა რაოდენობის სწრაფი ზრდის შემთხვევაში, ეპიდემიოლოგები განიხილავენ მათ შორის სახლში მკურნალობასაც

სამინისტროს მითითება მიეცა, რომ მზად იყოს 3000 საწოლი – გიორგი გახარია

დაპოსტა 2020/09/11-ში
A A
6.4k
ნახვა
გაზიარება

საქართველოს პრემიერ – მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიეცა მითითება, რომ უახლოეს დღეებში მზად იყოს 3000 საწოლი, რათა თუ ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა კიდევ გაიზრდა, მათ შეძლონ და ეფექტურად უმკურნალონ პაციენტებს. ამასთანავე, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ინფიცირების გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან ეპიდემიოლოგები, კლინიკური ჯგუფი და მთავრობა სრულად აკონტროლებენ სიტუაციას.

„გლობალურად ინფიცირებულების რაოდენობა, სამწუხაროდ, იზრდება. ინფიცირებულების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება საქართველოშიც და ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს რანაირი ნაბიჯიც არ უნდა გადავდგათ, ნებისმიერ ნაბიჯს ეყოლება რიგორც მძაფრი კრიტიკოსები, ისე მხარდამჭერები, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ და უნდა გავაკეთოთ ჩვენი მოქალაქეების ინეტერესებიდან და გონივრულობის პრინციპებიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ, დღეს დილით ჩვენ გვქონდა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა და შემდეგ გვქონდა კლინიკურ ჯგუფთან სხდომა და გარკვეული ანალიზი მოვახდინეთ პროცესების, რომლებიც მიმდინარეობს გლობალურად და საქართველოში. დღეს საქართველოში ინფიცირებულების ზრდასთან დაკავშირებით, არანაირი საფუძველი პანიკისთვის არ არსბობს, რამეთუ როგორც ეპიდმიოლოგები, ასევე კლინიკური ჯგუფი და მთავრობა სრულად აკონტროლებენ სიტუაციას და სრულად მართავენ პანდემიის გავრცელების რისკებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ დამატებითი ღონისძიებები ან დამატებითი სიმკაცრე უკვე არსებული ღონისძიებების აღსრულებაში არ უნდა გამოვავლინოთ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის დისციპლინა, იმ წესების აღსრულების საქმეში, რომლებიც ჩვენ ყველამ ერთად მივიღეთ. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და დღესაც გავიმეორებთ, რომ გლობალურ პანდემიას ცალკე აღებული ქვეყანა, მათ შორის, საქართველო მარტო ვერ გაუმკლავდება. ამიტომ, ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ეფექტური ადაპტაციის პროცესი, რასაც ჩვენ ვეძახდით ინფექციის სწრაფ გამოვლენას, სწრაფ მკურნალობასა და ჩვენი მოქალაქეების სწრაფად, ნორმალურ სოციალურ -ეკოონომიკურ მდგომარეობაში დაბრუნებას. ეს პრინციპი არსად არ წასულა და ამ პრინციპზე ვრჩებით,“- განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ცოტახანში ქვეყანაში 10 ათასი PCR ტესტი ჩატარდება და თუ საჭიროება მოითხოვს ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

„როცა ჩვენ ვამბობთ, რომ არ არსებობს პანიკის არანაირი საფუძველი, ვგულისხმობთ იმას, რომ ბოლო 5-6 თვე ჩვენ გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ყველა ის სისტემა, რომელიც ჩართულია ეპიდემიის მართვაში, დღეს არის აბსოლუტურად სხვა ფორმაში და სხვა მდგომარეობაში. მაგალითად, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას, მარტიდან ეპიდემიოლოგები საქართველოში ახერხებდნენ დღეში 200-მდე PCR ტესტის გაკეთებას, დღეს ქვეყანაში უპრობლემოდ საშუალოდ 8000 ტესტი კეთდება ზუსტად. უახლოეს პერიოდში ეს რაოდენობა გაიზრდება 10 ათასამდე და თუ საჭირო იქნება, შემდეგ უკვე ამ რაოდენობის ზრდის პერსპექტივაც არსებობს. ჰოსპიტაურ სისტემაში უკვე ყველა პრევენციის მექანიზმი- 112, პირველადი ჯანდაცვის რგოლი, შემდგომ კარანტინი, გამოვლენა, ჰოსპიტალი ეს სისტემა უკვე მუშაობს საათივით და აქ არანაირი შეფერხება არ იქნება. დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა დავალება, რომ უახლოეს დღეებში მზად იყოს 3000 საწოლი, იმისთვის, რომ თუ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, მათ შეეძლოთ სწრაფად და ეფექტურად უმკურნალონ. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირების რაოდენობა იზრდება, სრულად ვფლობთ და ვმართავთ ამ სიტუაციას. არანაირი საფუძველი პანიკისთვის არ არსებობს,“- განაცხადა გახარიამ.

გაზიარება2574

დაკავშირებული -პოსტები

თბილისში მეზობელმა მეზობელი მოკლა

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ისანში მკვლელობა მოხდა - არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად, მამაკაცმა საკუთარი მეზობელი მოკლა ისანში მკვლელობა მოხდა - არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად, მამაკაცმა საკუთარი მეზობელი მოკლა ისანში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების...

დაწვრილებითDetails

“შეგეშინდა, წახვედი, ახლა ონლაინ ხარ, გგონია, რომ შორს ხარ, დგახარ და „ბლატაობ“? ” – ალუდა ღუდუშაური

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
“ცოლი ორჯერვე ნიუ იორკში ამშობიარა”-წერს თომა რუსტიაშვილი
მთავარი

გიორგი, მოიხედე ერთი წამით, რა დღეში ხარ? შეგეშინდა, წახვედი, ახლა ონლაინ ხარ, გგონია, რომ შორს ხარ, დგახარ და გგონია, რომ “ბლატაობ”? ცოტა თავი გააკონტროლე, - ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7203 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7215 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012...

დაწვრილებითDetails

” აგერ არის „One way ticket“, მას მერე, რაც იცოდით, რომ აქ უნდა მოსულიყავით, თქვენ ქვეყნიდან წახვედით, რატომ?” – თეა წულუკიანი

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
ძალიან ცუდია ქვეყნისთვის უტვინო ოპოზიცია და რამე მოიფიქრეთ ჭკვიანური. საკუთარი ამომრჩევლის მაინც არ გრცხვენიათ?! მათ შორის ხომ უამრავი მშრომელი და გულწრფელი ადამიანია? რატომ აცოტავებთ თქვენივე რიგებს? – თეა წულუკიანი
მთავარი

აგერ არის „one way ticket“. მას მერე, რაც იცოდით,რომ აქ უნდა მოსულიყავით, თქვენ ქვეყნიდან წახვედით, რატომ? - ამ კითხვით დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, კომისიის სხდომაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას მიმართა,...

დაწვრილებითDetails

პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო
მთავარი

პარლამენტმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 83 ხმით მხარი დაუჭირა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...

დაწვრილებითDetails

-15 ქულა და ჯარიმა 2000 ლარი – მნიშვნელოვანი ცვლილებები მძღოლებისთვის

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
-15 ქულა და ჯარიმა 2000 ლარი – მნიშვნელოვანი ცვლილებები მძღოლებისთვის
მთავარი

საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის მიზნით, სატრანსპორტო საშუალებაზე კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის დაყენება აიკრძალება. შესაბამისი ცვლილება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შედის. ცვლილებების მიხედვით, აღნიშნული ქმედება...

დაწვრილებითDetails

რიგ დარღვევაზე მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრების ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
სასიხარულო ინფორმაცია მათთვის, ვისაც მართვის მოწმობა აქვს
მთავარი

რიგ დარღვევაზე მძღოლებისათვის და ასევე, ქვეითად მოსიარულე პირებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრების ინიციატივა პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დღევანდელ სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა. ამ მიმართულებით ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელდა. პარლამენტის მიერ...

დაწვრილებითDetails

“თუ მიქანაძე ხედავდა, რომ სტრასბურგში ქვეყანას ვღალატობდი, რატომ იქვე არ მეცა ყელში?” – ზურაბ ჯაფარიძე

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
თბილისის საქალაქო სასამართლოში  ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
მთავარი

გივი მიქანაძე] ახლა რომ უყვება წულუკიანს, თუ რაიმე პრობლემა ჰქონდა, იქვე სტრასბურგში ვერ მოვიდა და ვერ თქვა, თუნდაც იგივე შეხვედრებზე, რომ დაბოდიალობდა ეულად დერეფნებში დარტანიანივით ბორდოსფერ პიჯაკში გამოწყობილი? - თუ ხედავდა,...

დაწვრილებითDetails

“ფინანსური დანაშაულებისთვის გასამართლებული პირებისთვის ქონების გადაცემა ცალკე დანაშაული იქნება” – არჩილ გორდულაძე

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
არჩილ გორდულაძე დარჩო ხეჩუაშვილზე: ასეთი ადამიანი რომ ჩვენს ქვეყანაში კარგი საქმისთვის არ შემოვიდოდა, ეს ცალსახაა და საზოგადოებას ძალიან კარგად წარმოუდგენია, რა საქმისთვის შეიძლება იყოს მოსული
მთავარი

თუ თაღლითის, მიმთვისებლის, გამფლანგველის ოჯახის წევრები ან მეგობრები გადაწყვეტენ, რომ საკუთარ სახლებში აცხოვრონ, ეს ცალკე დანაშაული იქნება - პირები, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის შემდეგ გამოსულ პირს სარგებლობაში უძრავ ქონებას ან საავტომობილო საშუალებას...

დაწვრილებითDetails

“ჩვენ ეს ადრეც გვინახავს, კრემლის სახელმძღვანელოდან ამოხეული ფურცელი”- გიორგი გახარია

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
ამომრჩევლის ბაზა ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას უნდა გადაეცეს, სადაც თითოეულ ამომრჩეველს ინფორმაციის გადამოწმება შეეძლება, მიიღო თუ არა არჩევნებში მონაწილეობა და რომელ უბანზე მისცა ხმა – გიორგი გახარია
მთავარი

ჩვენთვის მანდატების ჩამორთმევა არასდროს ყოფილა პროცედურული საკითხი, ეს ეხებოდა პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნებისთვის გზის გახსნას, შეთითხნილი ბრალდებების წინ იმუნიტეტის გაუქმებას და მუნიციპალური არჩევნების წინ მთავარი პოლიტიკური საფრთხის აღმოფხვრას, - ამის შესახებ გიორგი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"