დანიაში მოღვაწე, კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კლინიკის ონკოლოგი ზაზა უჯმაჯურიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
მას მიაჩნია, რომ სამედიცინო საკითხებზე აზრი შესაბამისი კვალიფიკაციის მედიკოსმა უნდა გამოთქვას.
“სამედიცინო საკითხებზე სანამ აზრს გამოთქვამდეს ვინმე, კარგი იქნება, თუ დაამთავრებს 7-წლიან განათლებას, შემდეგ 1-1,5 წლიან როტაციას, შემდეგ 6 წლიან რეზიდენტურას, შემდეგ 10-15 წელი იმუშავებს ვიწრო სპეციალობით და ამის შემდეგ საინტერესო იქნება მისი მოსმენა.
უმჯობესია, თუ ამას ყველაფერს გაივლის ევროპის ან ამერიკის კლინიკებში, სადაც ღებულობ ყველაზე ინტენსიურ წვრთნასა და გამოცდილებას,
ასევე სწავლობ მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტებისაგან, ვინც შენ განყოფილებაში მუშაობენ.
ამ ხნის მანძილზე მათ სიგრძით სიგანემდე შეისწავლეს დაავადებები და მათი სხვადასხვა გამოვლინება ინდივიდებში, ასევე მკურნალობის უთანამედროვესი მეთოდები და საერთაშორისო რეკომენდაციები უკვე ბოლომდე აქვთ გააზრებული და გათავისებული.
თუ ეს გზა არ გაგივლიათ, უმჯობესია, მოუსმინო მათ, ვინც ეს გზა გაიარეს და იძლევიან უანგარო რჩევა-დარიგებებს”, – წერს ზაზა უჯმაჯურიძე სოციალურ ქსელში.