LIVE TV
ოთხშაბათი, ოქტომბერი 4, 2023
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები

+12
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი მთავარი

სამეგრელო-ზემო სვანეთში 29 მარტიდან ყველანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეწყვეტს მოძრაობას

დაპოსტა 2020/03/28-ში
გაზიარება

გადაუდებელი შემთხვევის გარდა არავინ არ უნდა მოძრაობდეს ქალაქსა და სოფლებში, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა.

„ხვალიდან, 29 მარტიდან ყველანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მოძრაობდა ჩვენს რეგიონში მთლიანად შეწყვეტს მოძრაობას. შეიქმნება მობილური ჯგუფები, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან ჯანდაცვის სფეროს, პოლიციის და სამხედრო ძალის წარმომადგენლებით. ჯგუფები მუშაობას დაიწყებენ უახლოეს დღეებში, შეიქმნება ბლოკ-პოსტები მუნიციპალიტეტების შესასვლელ-გასასვლელებთან.

ყველა ავტომობილი, სადაც იქნება 3 პიროვნებაზე მეტი აუცილებლად შეჩერებული იქნება. მანქანებში ყველა უნდა იჯდეს პირბადით, ჩვენ ყველა მოქალაქეს გავაცნობთ რეკომენდაციებს. ჯგუფები გააკონტროლებენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ იცავენ რეკომენდაციებს, გადაუდებელი შემთხვევის გარდა არავინ არ უნდა მოძრაობდეს ქალაქსა თუ სოფლად!

ჩვენ ამ ზომებს ვიღებთ იმის გამო, რომ არსებობს მოსალოდნელი რისკები. ჩვენ გვყავს ერთი დადასტურებული პაციენტი ზუგდიდში, თუმცა ყოველდღე, ყოველ წუთს ჩვენ ველოდებით სხვა ახალ შემთხვევებს, იმდენად რამდენადაც ფაქტიურად იმ, ინფორმაციის ფლობა თუ ვინ არის დაინფიცირებული, სხვას ვის გადასდებს – ამის პროგნოზირება ამ წუთს რთულია. ამდენად, ერთადერთი ძლიერი ინსტრუმენტი ვირუსთან საბრძოლველად, რომ არ გავრცელდეს ეპიდემია სწრაფი ტემპით არის ის, რომ დაიცვან ჩვენმა მოქალაქეებმა ყველა ის მოწოდება და რეკომენდაცია რაც გავეცით, აქედან უმთავრესია ჩვენი მოქალაქეები დარჩნენ სახლში და გადაუდებელი შემთხვევის გარდა არ გამოვიდნენ სახლიდან.

არსებობს საფრთხეები, ეს საფრთხეები ძალიან დიდია, ამავე დროს არ დაგვავიწყდეს, ჩვენ ვართ საოკუპაციო ხაზთან ძალიან ახლოს. სამწუხაროდ ის ინფორმაცია რაც ჩვენ იქიდან გვქვს არ არის სახარბიელო, მოსალოდნელია ჩვენი თანამოქალაქეების ვინც აფხაზეთში ცხოვრობს ჩვენს რეგიონში სამკურნალოდ გადმოსვლა, ყველა მოქალაქეს შესაბამისი დახმარება გაეწევა. ამისათვის მზად უნდა იყოს ინფრასტრუქტურა, ასევე მთლიანად გამართულად უნდა მუშაობდეს ყველა სამსახური.

ასევე მოგახსენებთ, იმ დადასტურებული შემთხვევის შესახებ, რაც ზუგდიდში გვაქვს – მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პიროვნება თვითიზოლაციის პირობებში იმყოფებოდა, ჩვენ ვერ დავრჩებით ამის იმედად. ყველა მისი გადაადგილება თურქეთიდან სახლამდე არ იყო უსაფრთხო, შესაბამისად ყველა ის მოქალაქე, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა ვიკვლევთ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მივიღოთ ყველა ის ზომები, რომ შევანელოთ ეპიდემიის გავრცელება. მინდა განვმარტო, ეს ზომები არ არის ანალოგიური მარნეულის ვითარებისა. მარნეულში კომენდანტის საათია, პრაქტიკულად დაკეტილია მთლიანად ქალაქი, ჩვენ ამ ზომას არ მივმართავთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმედიანად ვიყოთ, როგორც ეს მოხდა დღეს, როდესაც გაირკვა, რომ საბედნიეროდ ოთხ ადამიანს არ დაუდასტურდა ვირუსი – ამ ფაქტის შემდეგ ჩვენ დღეს ვნახეთ, რომ ქალაქში და რაიონში მოძრაობამ მოიმატა.

ჩვენ, იძულებულები ვართ, გავატაროთ ეს ზომები, ჩვენი თანამოქალაქეები ამას გაიგებენ. ჯობია ახლა გავამკაცროთ და მივიღოთ მაქსიმალური ზომები, დავიცვათ სიფრთხილე, ვიდრე ხვალ და ზეგ გვქონდეს უმართავი პროცესები“ – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა ტელეკომპანია ,,მაესტროს” პირდაპირ ეთერში.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ასევე მოუწოდებს მედიკოსებსა და შესაბამისი პროფილის სტუდენტებს დახმარებისთვის. ,,ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება“ – მიმართა სახელმწიფო რწმუნებულმა მაესტროს პირდაპირ ეთერში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს.

აღნიშნულ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

თეგები: კორონა ვირუსისამეგრელო ზემო სვანეთი
გაზიარება75

დაკავშირებული -პოსტები

სასამართლომ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებულს 6 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა

ოქტომბერი 4, 2023
9
მთავარი

ფორმულას" ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებულს, ნიკოლოზ გუგეშაშვილის 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდებული ოჯახური მდგომარეობის გამო გათავისუფლებას ითხოვდა, რაც არ დაკმაყოფილდა. მშვილდაძეს...

დაწვრილებით

ხომ იარა კონსტიტუციის დარღვევით?-კობახიძე სალომე ზურაბიშვილზე

ოქტომბერი 4, 2023
13
მთავარი

"მხოლოდ მთავრობაა პასუხისმგებელი. გადადგება თანამდებობიდან თუ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი?! ხომ იარა კონსტიტუციის დარღვევით, რომ ვერ მივიღოთ სტატუსი გადადგება?! რა თქმა უნდა, არ გადადგება, რატომ, იმიტომ რომ პასუხისმგებელიც არ არის...

დაწვრილებით

მოსკოვის სასამართლომ პირველი არხის ყოფილ თანამშრომელს, მარინა ოვსიანიკოვას 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა

ოქტომბერი 4, 2023
11
მთავარი

მოსკოვის სასამართლომ პირველი არხის ყოფილ თანამშრომელს, მარინა ოვსიანიკოვას 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯამას რუსული არმიის შესახებ "დეზინფორმაციის გავრცელების" გამო წაუყენეს ბრალი. პროკურატურა ყოფილი ტელეწამყვანისთვის თავისუფლების 9,5 წლით აღკვეთას ითხოვდა....

დაწვრილებით

13 წლის ბაბის საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

ოქტომბერი 4, 2023
11
მთავარი

30 ივლისს 13 წლის ბაბის ხერხემლის წინა არტერიის იშემიური ინსულტი განუვითარდა და ოთხივე კიდური გაეთიშა. ბავშვი მართვით სუნთქვაზეა. შემთხვევა იმდენად იშვიათია, მით უმეტეს ამ ასაკში (თან ყოველგვარი წინაპირობის გარეშე), რომ...

დაწვრილებით

გელათში ცვენის პროცესს ვერაფერის აჩერებს – რა ვიდეოს ავრცელებს “ევროპა ჩვენი სახლია”

ოქტომბერი 4, 2023
53
მთავარი

"გელათში ცვენის პროცესს ვერაფერის აჩერებს - გელათის საპატრიარქოსთვის გადაბარებიდან 7 თვის თავზე, ფერწერის მდგომარეობა დინამიურად მძიმდება" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" წერს და სამონასტრო კომპლექსში...

დაწვრილებით

„პარლამენტმა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უკიდურესად შემზღუდავი კანონპროექტი არ უნდა მიიღოს“ – არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ

ოქტომბერი 4, 2023
10
მთავარი

არასამთავრობო ორგანიზაციები „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში“ ინიცირებულ ცვლილებებს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ „პარლამენტმა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უკიდურესად...

დაწვრილებით

სალომე ზურაბიშვილს აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად – ირაკლი კობახიძე

ოქტომბერი 4, 2023
32
მთავარი

იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც სისტემური ხასიათი შეიძინა პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის დარღვევამ - სალომე ზურაბიშვილს აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა,...

დაწვრილებით

მოძალადე ბავშვებიდან ერთ-ერთი მათგანი სასულიერო პირის შვილია-ელისო კილაძე

ოქტომბერი 4, 2023
104
მთავარი

მოძალადე ბავშვების ვინაობა ბუბა ჩივაძემ გაარკვია. ერთ ერთი მათგანი სასულიერო პირის შვილია. ხუთიდან ოთხი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლე.@ მათი მეგობარი(გვარს არ დავწერ)წუხელ ასევე ითხოვდა ვიდეოს აღებას ! ახლა გასაგებია ,რატომ ნერვიულობდა...

დაწვრილებით

შაქრის ფასი გაიზარდა – ვინ დაზარალდა ყველაზე მეტად

ოქტომბერი 4, 2023
38
ეკონომიკა

2023 წლის დასაწყისიდან დღემდე მსოფლიოში შაქრის ფასები, დაახლოებით, 30%-ითაა გაზრდილი. ინფორმაციას "ბიზნესპრესნიუსი" აქვეყნებს. 4 ოქტომბერს 1 ფუნტი (0.45 კგ) შაქრის ფასი ბირჟაზე 25.7 ცენტს შეადგენს. აღსანიშნია, რომ შაქრის გაძვირება პანდემიურ...

დაწვრილებით

ქეიფობდნენ, შელაპარაკება მოუხდათ – კაცმა თანასოფლელი მოკლა

ოქტომბერი 4, 2023
109
მთავარი

მკვლელობა ყვარელში. შემთხვევა სოფელ ჭიკაანში მოხდა. გარდაცვლილია 47 წლის მამაკაცი. ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილმა პოლიციელმა, თანასოფლელი მოკლა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცები სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ქეიფობდნენ, სადაც სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდათ. შელაპარაკების დროს მამაკაცმა,...

დაწვრილებით
მეტის ნახვა
მთავარი

ცხედარის დაწვის შემდეგ ბინიდან ტელევიზორი წაიღო

ნოემბერი 30, 2022
1.6k
მთავარი

,,გაეცალეთ ამ თემას და მიხედეთ “კულტურის” სფეროს”-დომენიკ მანგო კულტურის მინისტრს

აპრილი 5, 2022
88
მთავარი

ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული ორსული გადაარჩინეს

სექტემბერი 18, 2020
3k





+12











.

No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!