ბევრ ადამიანს მოსწონს დეკორატიული და ბაღის ყვავილები, ბევრიც ზრუნავს მათზე. ბუნების სილამაზეების გამრავლებისა და გახარების სხვადასხვა მეთოდი და ხერხი არსებობს.
ყველას შეუძლია ლამაზი ეზო, ბაღი, ვერანდა და აივანი მოიწყოს, ან თუნდაც ოთახის ულამაზესი ყვავილებით გააფერადოს.
სწორედ ამიტომ ტელეკომპანია “მეგა ტვ” – 11 ნოემბერიდან ახალ გადაცემას იწყებს.
“სალომეს ბაღი” – ასე ქვია ახალ პროექტს, რომელიც დეკორატიული და ბაღის ყვავილების მოვლისა და გახარების მეთოდებს გასწავლით. რჩევები სალომე ასათიანისგან ყოველ ორშაბათს ოთხშაბათს და პარასკევს 12 საათზე “მეგა ტვ”-ის ეთერში თქვენთვის დაიწყება.