LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გია ხუხაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

“საკითხი ეხებოდა ჩემს საჯარო განცხადებებს, ძირითადად, ეთერს „პალიტრანიუსზე“ – გია ხუხაშვილი სუს-ში გამოკითხვის შემდეგ

დაპოსტა 2026/03/10-ში
A A
59
ნახვა
გაზიარება

საკითხი ეხებოდა ჩემს საჯარო განცხადებებს, ძირითადად, გუშინდელ ეთერს „პალიტრანიუსზე“, სადაც მე ვისაუბრე იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე, რაც შეიძლება ამ ომის ფონზე ირანის მხრიდან იქნეს რეალიზებული, – ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა ჟურნალისტებთან სუს-ის დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, როცა სუს-იდან დაუკავშირდნენ, ეს ინფორმაცია თავად არ გააჟღერა, რადგან სურდა, რომ „წყნარად მისულიყო და გაესაუბრა“, თუმცა „ინფორმაციამ უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონა“, რაც ხუხაშვილის შეფასებით, არასწორია.

„საკითხი ეხებოდა ჩემს საჯარო განცხადებებს, ძირითადად, გუშინდელ ეთერს „პალიტრანიუსზე“, სადაც მე ვისაუბრე იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე, რაც შეიძლება ამ ომის ფონზე ირანის მხრიდან იქნეს რეალიზებული. ხელისუფლება ფიქრობს, რომ ის შფოთი, რომელიც ამ განცხადებებს მოჰყვება, სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს. ვფიქრობ, რომ საქმე პირიქით არის – ჯობია, რომ ჩვენ ცოტა შევშფოთდეთ და სახელმწიფო უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. ამ თემაში ვერ შევთანხმდით, დანარჩენი კონსტრუქციული საუბრები იყო.

რითაც გამოწვეული იყო ჩემი გარკვეული გაღიზიანება იყო ის, რომ მე როცა დამიკავშირდნენ სუს-იდან, ეს ინფორმაცია არ გამიჟღერებია, რადგან მინდოდა, წყნარად მოვსულიყავი და გამესაუბრა, მაგრამ რატომღაც ეს ინფორმაცია გავრცელდა. ეს ინფორმაცია მე არ გამივრცელებია, შესაბამისად გაჟონვა მოხდა თვითონ უსაფრთხოების სამსახურიდან, რაც მიმაჩნია, რომ არასწორია“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, მისი საჯარო განცხადებები იმას ემსახურება, რომ უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინოს იმ რისკების პრევენცია, რომელზეც საუბარია.

„[ბრალდებები] ეფუძნება იმას, რომ თუ არალეგალური რეექსპორტის სქემები მუშაობს საქართველოში, ხელისუფლების მფარველობის გარეშე შეუძლებელია.

საფრთხეები არის განცხადებებიდანაც, მაგრამ უფრო დიდი საფრთხეები არის ის, რაც ამ ომის ფონზეა მოსალოდნელი. შესაბამისად, იდეალური არაფერი არ არის. ორ ბოროტებას შორის ნაკლები უნდა აირჩიო. ჩემი საჯარო განცხადებები ზუსტად იმას ემსახურება, რომ უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინოს იმ რისკების პრევენცია, რომელზეც მეც ვსაუბრობ“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ მისი საჯარო განცხადებები უკვე გავრცელებულ ინფორმაციებს ეყრდნობოდა და მას რომ ექსკლუზივი ჰქონოდა, სუს-ს თვითონვე ეტყოდა.

„ჩემი განცხადებები მხოლოდ იმის შესახებ იყო, რაც უკვე გავრცელებული იყო. მე სუს-ს ახალს ვერაფერს ვეტყოდი. მე რომ რაიმე ექსკლუზიური ინფორმაცია მქონოდა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უსაფრთხოების სამსახურს ვეტყოდი. ვსაუბრობდი იმ საჯარო დისკუსიიდან გამომდინარე, რაც საზოგადოებაში მიმდინარეობდა“, – განმარტა გია ხუხაშვილმა.

მისი თქმით, სუს-მა ამ თემის ირგვლივ საზოგადოებასთან გარკვეული ტიპის კომუნიკაცია უნდა ააწყოს.

„შენ როდესაც გამოკითხვაზე იბარებ ადამიანებს, რომლებიც აკეთებენ საჯარო განცხადებებს, იმ კითხვებზე პასუხებიც უნდა გქონდეს, იგივე ალ მუსტაფას უნივერსიტეტთან დაკავშირებით – არსებობს თუ არა ეს უნივერსიტეტი. როდესაც რეაგირებას დაიწყებს იმ ძირითად საფრთხეზე, ამით ის გასცემს პასუხებს, რაც მათ ინტერესებშია. რაღაც ტიპის კომუნიკაცია საზოგადოებასთან უნდა ააწყონ.საზოგადოებაში არ უნდა დარჩეს განცდა, რომ გამოძიება მიდის მხოლოდ იმისთვის, რომ ჩაიფარცხოს ეს ყველაფერი. გამოძიების ძირითადი ნაწილი შეეხება ირანიდან მომდინარე შესაძლო საფრთხეებს. ირანი მთელ სამყაროს ემუქრებათ რომ თქვენს სახლებში მოვალთო, ასეთი სახლი არიოს ჩემი სამშობლო, საქართველოც“, – განმარტა ხუხაშვილმა.

გაზიარება24

დაკავშირებული -პოსტები

თბილისიდან რიგი რეგიონების მიმართულებით მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა

by მეგა TV
მაისი 4, 2026
0
თბილისიდან რიგი რეგიონების მიმართულებით მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა
მთავარი

თბილისიდან ზოგიერთი რეგიონის მიმართულებით, მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა. რიგ მიმართულებებზე მგზავრობის ტარიფებმა 5 ლარით მოიმატა. არსებული ინფორმაციით, საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის ტარიფების კორექტირება ქვეყანაში საწვავის გაძვირებასთან არის დაკავშირებული. რომელი რეგიონების მიმართულებით გაძვირდა...

დაწვრილებითDetails

კორპუსიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა

by მეგა TV
მაისი 4, 2026
0
ინდოელი დიპლომათი თბილისში ბავშვებმა გაქურდეს -“ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ”
მთავარი

აჭარა თაიმსის ინფორმაციით ბათუმში, კორპუსიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა. ადგილზე დაიღუპა კაცი, რომელიც 43 სართულიდან ჩამოვარდა. შემთხვევა ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე დღეს, დილით მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია....

დაწვრილებითDetails

“მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
მაისი 4, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ევროპისთვის დაკავშირებადობის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სომხეთში ყოფნისას განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტზე დასასწრებადაა ჩასული. „მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მაისი 4, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე - 1994 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს. ინფორმაციას შსს...

დაწვრილებითDetails

ძარცვის მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

by მეგა TV
მაისი 4, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ძარცვის მცდელობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი, 1997 წელს დაბადებული ს.წ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში, ძარცვის...

დაწვრილებითDetails

4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 4, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

დღეს მთვარის ენერგია ხელს უწყობს კომუნიკაციას, ახალი იდეების გაზიარებას და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. კარგი დღეა როგორც პირადი, ისე პროფესიული ურთიერთობების გასაძლიერებლად. ვერძი- ენერგიული დღეა. შეიძლება ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს სამუშაოსთან ან ფინანსებთან...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მაისი 4, 2026
0
ძლიერი ქარია მოსალოდნელი- 10 იანვრის ამინდის პროგნოზი
ამინდი

4 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +22 და ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

დღეს თავისუფალი პრესის დღეა

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
დღეს თავისუფალი პრესის დღეა
მთავარი

3 მაისს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე აღინიშნება. ეს დღე გაეროს გენერალური ასამბლეის 1993 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაწესდა. ამას წინ უძღოდა 1991 წლის 3 მაისს აფრიკელი ჟურნალისტების შეკრება ნამიბიის დედაქალაქ...

დაწვრილებითDetails

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

საბერძნეთში ჰაერში სროლის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის 06:30 საათზე მოხდა. როგორც ბერძნული მედია წერს, დაკავებული ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა.   ის პოლიციამ ადგილზევე დააკავა.   დაკავებულის...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება 3 მაისს საქართველოში

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

სინოპტიკოსების პროგნოზით, 3 მაისს საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.   ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:   გაგრა +16 - წვიმა   სოხუმი +16 - წვიმა   ზუგდიდი +17 - წვიმა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"