საირმეს საკარანტინე სივრცე დღეს 22 მოქალაქემ დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე თითოეულმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. მათი წასვლის შემდეგ კი საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა, ტრანსპორტირება კი საკუთარ სახლებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო.
იმერეთის რეგიონში 4 საკარანტინო ზონა არის მოწყობილი. კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 86 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება. საკარანტინო სივრცეებში არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ.
ავარიას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა – ტრაგედია ლეჩხუმში
"მეგა tv" -ის ინფორმაციით ავარიას ახალგაზრდა ბიჭი, ბექა თუთისანი ემსხვერპლა. ბექას ახლობლები სამძიმრის პოსტებს სოციალურ ქსელში წერენ : "ნეტა შემეძლოს ჩემი სიცოცხლის მოცემა,არც კი დავფიქრდებოდი ისე დაგაბრუნებდი შენს სახლში ბექა...










