თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე საველე ჰოსპიტალში კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია კოვიდდეპარტამენტის კორდინატორმა, მერაბ ჩიქოვანმა დაადასტურა.
ამ დროისთვის, ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში მკურნალობას 82 პაციენტი გადის.