LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“მოვუწოდებ საქართველოს, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონი გაიწვიოს, რომელსაც ქვეყანა ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან უფრო შორს გადაჰყავს”- ჯოზეფ ბორელი

საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე არჩევნების დღეს, მათ ასევე არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო – გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას გთხოვთ-ჯოზეფ ბორელი

დაპოსტა 2024/10/29-ში
A A
7
ნახვა
გაზიარება

საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე არჩევნების დღეს. მათ ასევე არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო, – ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ავრცელებს.

როგორც ბორელი აღნიშნავს, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევები.

“26 ოქტომბრის საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე არჩევნების დღეს. მათ ასევე არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო.

გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას გთხოვთ. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევები, ამომრჩევლებზე ზეწოლა და დაშინება, რაც პროცესისადმი საზოგადოების მხრიდან ნდობაზე ზეგავლენას ახდენს. ეს დარღვევები უნდა აღმოიფხვრეს სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად.

საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და, როგორც ასეთმა, უნდა აჩვენოს თავისი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი, საარჩევნო პროცესის სრული გამჭვირვალობით დაწყებული. კეთილსინდისიერად ჩატარებული არჩევნები და კანონის უზენაესობის დაცვა არის დემოკრატიის ქვაკუთხედი და ევროკავშირში გაწევრიანების გზის განუყოფელი ნაწილი და საფუძველი.

პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტს ვთხოვე, რომ საქართველოში არსებული მძიმე ვითარების სასწრაფო განხილვისთვის დღეს შეიკრიბოს. ეს საკითხი ასევე ნოემბრის საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგში შევიტანე.

საქართველოს მოსახლეობა თვეების განმავლობაში დემოკრატიული ღირებულებებისადმი და ქვეყნის ევროკავშირის გზაზე სვლის მიმართ ერთგულებას ავლენს. ის საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით სიცხადეს იმსახურებს, რომ შემდეგი მთავრობის ლეგიტიმურობის რწმენა ჰქონდეს. მნიშვნელოვანია, რომ საპროტესტო აქციები და მათზე მთავრობის რეაქცია მშვიდობიანი დარჩეს. ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა უნდა შეჩერდეს და სრულიად შეიცვალოს და უზრუნველყოფილი იყოს ხელსაყრელი გარემო მედიისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციისთვის, რომლებიც პლურალისტურ, დემოკრატიულ საზოგადოებას ქმნიან”, – ნათქვამია ბორელის განცხადებაში.

გაზიარება3

დაკავშირებული -პოსტები

23 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

by მეგა TV
ივნისი 23, 2025
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი ენერგიული და აქტიური დღეა. კარგი დროა მიზნებისკენ წინსვლისთვის, ოღონდ — არა აფექტით. დაფიქრდით, სანამ იმოქმედებთ. კურო   მშვიდი და სტაბილური დღეა. ოჯახის, კომფორტისა და ფინანსების თემებზე ფიქრი გამოგადგებათ. ენდეთ...

დაწვრილებითDetails

რიკოთზე ავარია მსხვერპლით დასრულდა

by მეგა TV
ივნისი 22, 2025
0
რიკოთის გვირაბი იკეტება
მთავარი

რიკოთის ერთ-ერთ გვირაბში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ 1 პირი.   შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, რის გამოც, დასავლეთიდან თბილისისკენ მიმავალი ავტომობილების მოძრაობა გარკვეული პერიოდით შეიზღუდა და...

დაწვრილებითDetails

უკრაინაში ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 22, 2025
0
უკრაინაში ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე გარდაიცვალა
მთავარი

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა ქართველი მებრძოლი, უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე. ამის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერენ უკრაინაში...

დაწვრილებითDetails

„გახარია საქართველოსთვის“ საგამოძიებო კომისიაზე განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 22, 2025
0
გიორგი გახარია: „ქუთაისი ყოველთვის იყო ინდუსტრიული ქალაქი – აქ საკმარისზე მეტი კვალიფიციური სამუშაო ძალაა“
მთავარი

„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე განცხადებას ავრცელებს.   განცხადებაში აღინიშნება, რომ გიორგი გახარია ადასტურებს მზაობას, ესაუბროს კომისიას ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე, დისტანციურად, სანამ საქართველოში დაბრუნდება, თუმცა კომისიისგან ეცნობათ, რომ კომისია უარს...

დაწვრილებითDetails

ჭიათურაში, აქციის მონაწილემ პირი ამოიკერა

by მეგა TV
ივნისი 22, 2025
0
ჭიათურაში, აქციის  მონაწილემ პირი ამოიკერა
მთავარი

ჭიათურაში, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მირზა ლოლაძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა. მანამდე, 19 ივნისს, ოთხმა მაღაროელმა უვადო შიმშილობა დაიწყო, მანამ, სანამ ჭიათურაში დაკავებულ 4 პირს არ გაათავისუფლებენ. პროტესტის...

დაწვრილებითDetails

მსოფლიო უკვე რადიკალურად შეიცვალა და ჩვენი რეგიონი კუნძული არაა! – მშვიდობის ნაბიჯი ახლა მხოლოდ ერთია – სალომე ზურაბიშვილი

by მეგა TV
ივნისი 22, 2025
0
“ადგილი ჰქონდა წინასწარ ორგანიზებულ ძალადობას, საჩივარი შევიტანე, გამოძიება მოვითხოვე” – სალომე ზურაბიშვილი
მთავარი

სალომე ზურაბიშვილი - მსოფლიო უკვე რადიკალურად შეიცვალა და ჩვენი რეგიონი კუნძული არაა! - მშვიდობის ნაბიჯი ახლა მხოლოდ ერთია: პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „პოლიტიკური პატიმრების“ დაუყოვნებლივ...

დაწვრილებითDetails

რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა – ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს

by მეგა TV
ივნისი 22, 2025
0
რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა – ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს
მთავარი

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, სამ ირანულ ბირთვულ ობიექტზე, რომლებიც აშშ-ის დარტყმების სამიზნე იყო, რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა.   „ირანში სამ ბირთვულ ობიექტზე - მათ შორის ფორდოუზე - თავდასხმების...

დაწვრილებითDetails

აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები B-2 ტიპის ბომბდამშენების გამოყენებით, GBU-57A/B ბომბებით დაბომბა – CNN

by მეგა TV
ივნისი 22, 2025
0
აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები B-2 ტიპის ბომბდამშენების გამოყენებით, GBU-57A/B ბომბებით დაბომბა – CNN
მთავარი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმების დროს აშშ-ის საჰაერო ძალების B-2 ტიპის ბომბდამშენები გამოიყენეს. CNN-ი წერს, რომ B-2 Spirit აშშ-ის საჰაერო ძალების უმაღლესი დონის ბომბდამშენია. ტელეკომპანია განმარტავს,...

დაწვრილებითDetails

ირანის მშვიდობიან ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის თავდასხმას მარადიული შედეგები ექნება – ირანის საგარეო მინისტრი

by მეგა TV
ივნისი 22, 2025
0
ირანის მშვიდობიან ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის თავდასხმას მარადიული შედეგები ექნება – ირანის საგარეო მინისტრი
მთავარი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებს გმობს და აცხადებს, რომ ამას „მარადიული შედეგები“ ექნება.   „დღეს დილით მომხდარი მოვლენები აღმაშფოთებელია და მარადიული შედეგები ექნება“, -...

დაწვრილებითDetails

ირანმა, ახლო აღმოსავლეთის მოძალადემ, ახლა მშვიდობა უნდა დაამყაროს – დონალდ ტრამპი

by მეგა TV
ივნისი 22, 2025
0
დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდ დეპორტაციას აანონსებს
მთავარი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანი გააფრთხილა, რომ თუ ირანი მშვიდობას არ დაამყარებს, აშშ-მ შესაძლოა დამატებითი სამიზნეები დაბომბოს. მან ირანს დიპლომატიური გადაწყვეტისკენ მოუწოდა. შესაბამისი განცხადება ტრამპმა ირანის სამ ბირთბულ ობიექტზე დარტყმების...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"