აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები დაიხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი მთლიანად შეჩერდება.
შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განმარტა, დღის განმავლობაში რესტორნები ჩვეულებრივად იმუშავებენ და 22:00 საათიდან დილამდე დაიკეტებიან.
„ხვალიდან, 22:00 საათიდან აჭარაში რესტორნები აღარ იმუშავებს, ასევე ხვალიდან, აჭარის რეგიონში მთლიანად გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ანუ დღის მანძილზე რესტორნები იმუშავებენ 22:00 საათამდე “, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა.