“სად არიან ფსიქოლოგები? კიდევ რამდენ ხანს ველოდო? აწი ფსიქიატრები დაგვჭირდება და ბარემ, პირდაპირ მაგაზე დაიწყეთ ზრუნვა. თუ ჩემს პოსტამდე იყო დაწყებული ზრუნვა ფსიქოლოგების საკითხთან დაკავშირებით, ამდენ ხანს რატომ არავინ მიკავშირდება? გადაცემულია მონაცემები წინა კვირიდან… ჩვენამდე მოსასვლელად ფსიქოლოგებს ტრენინგს ვუტარებთ თუ რაშია საქმე? იმედია, ტენდერი არ გამოგიცხადებიათ” | წერს მარტია გუტაშვილი, რომელმაც შოვის ტრაგედიის დროს ოჯახის წევრები დაკარგა და საქართველოს მთავრობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავს
მცირეწლოვანზე ძალადობის ფაქტზე ძიძას ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ მომხდარ ძალადობის ფაქტზე ძიძას ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 11 ნოემბერს თბილისში ძიძამ 1 წლისა და 6 თვის ბავშვზე ფიზიკური ძალადობა განახორციელა. გამოძიების მასალებით დადასტურდა, რომ...










