კიდევ ერთი “საბა” და პრემიის ლაურეატთა ახალი ჩამონათვალი, სია, სახელები, რომელთაც უკვე დაიმკვიდრეს ადგილი “საბასა” და ქართული ლიტერატურის ისტორიაში.
საბა • SABA 2019 გამარჯვებულები:
წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი ყველაზე მნიშვნელოვანი ნომინაციაა, დებიუტანტი ავტორების გამოვლენა ქართული ლიტერატურის ხვალინდელ დღესაც განაპირობებს, ხშირად, სწორედ დებიუტის ნომინაციაში წარმოდგენილი ავტორები გვევლინებიან მომდევნო წლის ლიტერატურული ნომინაციების ჩამონათვალში.
წელს ჟიურიმ თემურ ბაბლიანის “მზე, მთვარე და პურის ყანა, მანუშაკა მელოდება” გამოარჩია და წლის საუკეთესო ლიტერატურულ დებიუტად დაასახელდა.
წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა – სულხან სალაძის “უცნობი ძველი აჭარა”
ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა ასევე ჟიურიმ გამოარჩია – ნინო ლომიძის “ვაშლის ბაღები”
წლის საუკეთესო პიესა – ალექსანდრე ლორთქიფანიძის “დისტოპიესები”
წლის საუკეთესო თარგმანი ორად გაიყო – “საბას” მფლობელები გახდენენ ნაან ტონია ევრიპიდეს “ჰეკაბე”-თვის და ვირჯინია ვულფის ნაწარმოებისთვის “ორლანდო” ლელა დუმბაძეს.
წლის საუკეთესო პროზაული კრებული “საბა”-ს მფლობელი გახდა ზაალ სამადაშვილი “ოსტათან შეხვედრა”.
წლის საუკეთესო პეტური კრებული გამარჯვებულია – ზაზა ბიბილაშვილი.
საუკეთესო რომანი – აკა მორჩილაძე “”კუბიდონი კრემლის კედელთან”.
ჯილდო ქართულ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის “ლიტერატურული პრემია “საბა” მსფოლიო ლიტერატურული შედევრების მთარგმნელს – მანანა გიგინეიშვილს გადაეცა, რითაც აღინიშნა მისი ხანგრძლივი და ნაყოფიერი შემოქმედება.
ლიტერატურული პრემია “საბა” ამ წუთებში მიმდინარეობს.