ქუთაისში საახალწლო ნობათების გაცემა დაიწყო. წელს 2 200 ცალი ნობათი გაიცემა რისთვისაც ბიუჯეტიდან 61 820 ლარია გამოყოფილი. 410 ნობათი გაიცა მადლიერების სახლის ბენეფიციარებზე. თითოეული ნობათის ღირებულება 28 ლარი 10 თეთრია.
წელს ტენდერში შპს „გიორგი 2019“-მა გაიმარჯვა. „ბენეფიციარების შერჩევა მუნიციპალიტეტებიდან მოწოდებული სიების მიხედვით მოხდა“ განაცხადა სოციალური სამსახურის წარმომადგენელმა.