რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ, ხანძარი გაჩნდა, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, საავადმყოფოდან 102 ადამიანის ევაკუირება მოხერხდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია და ინციდენტს შესაბამისი სამსახურები იძიებენ.