რუსული აგრესიის კიდევ ერთი მსხვერპლი უკრაინაში😞 სერგო გორნაკაშვილი – კარგი მეგობარი, პატრიოტი, ადამიანობის მაგალითი 😞პუტინის დაუსრულებელ ღორულ სურვილებს უკვე იმდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა საუკუნეებს რომ ეყოფა ტკივილად, მაინც არ არის საკმარისი? იმ ომში, უკრაინის დასაცავად მსხვერპლი უაზრო არ არის, ყველამ იცის რატომ იბრძვის და იღუპება, მაგრამ საკმარისი კეთდება იმისთვის, რომ ეს საბოლოოდ შეჩერდეს? საკუთარ მიწაზე გმირ მებრძოლებთან ერთად მშვიდობიან მოსახლეობას რომ ბომბავენ და კლავენ მხოლოდ იმიტომ რომ თავის სამშობლოში ცხოვრობენ, პოლიტიკაა? ან ვისთვის სასარგებლო პოლიტიკაა? რუსეთი სულ კლავს, მსოფლიო სულ დუმს, ან ნახევრად დუმს, ან ისე დუმს, როგორც ვიღაცებს აწყობთ და ასე გრძელდება იქამდე, ვიდრე რუსეთი კიდევ ერთხელ არ მოისურვებს კიდევ სადღაც შეიჭრას, მოკლას, აწამოს, დაიპყროს.
ეს ომი უნდა შეწყდეს, დასრულდეს ბოროტებასთან ერთად, რომელსაც პუტინის რუსეთი ჰქვია. სერგოსნაირი ადამიანები ომში არ უნდა იღუპებოდნენ, ქვეყნის და თუნდაც მსოფლიოს წარმატებებისთვის უნდა ცოცხლობდნენ.
ყოველთვის მემახსოვრები სერგო 😞 მადლობა, რომ იყავი კეთილი, შენგან ურთიერთობა და მეგობრობა კეთილად გამახსენდება
Sergo Gornakashvili ❤️😞🙏
წერს რაულ ქირია სოციალურ ქსელში