ყველასთვის კარგად ცნობილია რუსული სახანძრო თვითმფრინავი, ლეგენდარული Beriev-200, რომელიც ბოლო პერიოდში საბერძნეთისთვის და თურქეთისთვის უდიდესი დამხმარე ძალა იყო.
საბერძნეთში ეკიპაჟმა ფრენები უსაფრთხოდ განახორციელა, თუმცა, სამწუხაროდ, თურქეთის მიერ დაქირავებულმა იგივე სახის თვითმფრინავმა დღეს კატასტროფა განიცადა.
ირკვევა, რომ Beriev-200 კვამლში ცდილობდა წყლის ჩასხმას, პილოტმა ორიენტაცია დაკარგა და კატასტროფა განიცადა. ამ დროისთვის არსებული ცნობებით, დაღუპულია 8 ადამიანი.
საბერძნეთში ძლიერი კვამლის პირობებში საჰაერო ძალები წყვეტდნენ მუშაობას, რადგან ხილვადობა მათთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის არის. სამწუხაროდ, თურქეთში რუსული გიგანტი სწორედ კვამლმა იმსხვერპლა.