რუსთავი 2 ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ რუსი სამხედროების მიერ გატაცებული მოქალაქე ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინადაშვილი აღმოჩნდა.
სუს-ის ცნობით, უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად.
რა გარემოებებში დააკავეს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა სამხედროებმა, ქართული მხარე ამაზე არ საუბრობს.
ვაჟა გაფრინდაშვილთან ჩაწერილ პაციენტებს “მედიქლაბში” განუცხადეს, რომ ის შეუძლოდაა და გაურკვეველი დროით მასთან ვიზიტები გადადებულია.
24 ოქტომბერს, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, პატრულირების პროცესში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთი დამკვირვებელიც დააკავეს და მოგვიანებით გაათავისუფლეს