გავრცელებული ინფორმაციით რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე მამაკაცი მოკლეს. მკვლელობას წინ კონფლიქტი უძღოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.