რუსთაველის გამზირზე საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი აქცია მოეწყო. საქართველო წელს პირველად შეუერთდა პროექტს ,,ევროპის დღე საგზაო მსხვერპლის გარეშე,, . პროექტის მიზანი საგზაო შემთხვევების მსხვერპლთა რაოდენობის შემცირებაა. ქუთაისში აქციაში განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ახალგაზრდები ჩაერთნენ.მათ ზებრა გადასასვლელზე მძღოლებს სპეციალური ტკბილეული და სერთიფიკატები დაურიგეს წარწერებით “შეანელე” . ამით მათ მძღოლებს კიდევ ერთხელ საგზაო მოძრაობის წესების დაცვისკენ მოუწოდეს.
აქცია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის, ორგანიზაცია “საქართველოს
ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” პარტნიორობით და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით მოეწყო. ადგილზე იმყოფებოდა ქუთაისის მერი.
ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” თავმჯდომარის ეკა ლალაიშვილის განმარტებით იმისათის რომ შემცირდეს საგზაო შემთხვევების მსხვერპლთა რაოდენობა საჭიროა ხელისუფლების კიდევ უფრო გააქტიურება :” უნდა მოეწყოს საგზაო ინფრასტრუქტურა, ფეხით მოსიარულეთათვის, შემცირდეს სიჩქარის ლიმიტები მძღოლებისათვის ქალაქის გზებზე. ასევე მნიშვნელოვანია ქცევის შეცვლა , როგორც მძღოლების ისე ქვეითების . საჭიროს უსაფრთხო ტრანსპორტზე ზრუნვა ხელისუფლების მხრიდან , რაც საბოლოო ჯამში ჩვენ ავტოავარიების შემცირებულ რაოდენობას მოგვცემს”-განაცხადა ლალიაშვილმა.