2008 წლის აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, ჭიათურის მაჟორიტარმა სულხან მახათაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ციცქიშვილმა, პარტია“ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარმა კანდიდატმა პაატა კვიჟინაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირის შმაგი კუპატაძის საფლავი გვირგვინით შეამკეს.
“დღევანდელი დღე და ზოგადად რუსეთ-საქართველოს ომი ერთ-ერთი უმძიმესი მოვლენაა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. დღეს ჩვენ გავიხსენეთ ჩვენი თანაქალაქელი, შინდისის გმირი შმაგი კუპატაძე, რომელმაც 2008 წლის 11 აგვისტოს რუსეთის არმიის წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლას საკუთარი სიცოცხლე გმირულად შესწირა”, – განაცხადა გივი მოდებაძემ.