რუსეთის ქალაქ მურმანსკში მიმდინარე საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის ყველა მონაწილე ჰოსპიტალიზირებულია და მათ კორონავირუსზე ტესტის ჩაბარება მოუწევთ. საჭადრაკო შეჯიბრზე, მოგვიანებით კი, ქალაქში პანიკა მას შემდეგ ატყდა, რაც ირლანდიიდან ჩასულ მოჭადრაკეს ვირუსის ნიშნები აღმოაჩნდა, მოგვიანებით კი მისმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. ცხადია, პირველი კითხვა, რაც წაკითხულის შემდეგ, ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს ისაა, რატომ ტარდებოდა რუსეთში საერთაშორისო ტურნირი მაშინ, როდესაც მსოფლიოს მასშტაბით ფაქტობრივად ყველა სპორტული ღონისძიება შეწყდა. პასუხი ალბათ რუსული ხელისუფლების მანკიერი მართვის სტილში უნდა ვეძებოთ, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიას ჯერაც არ აღიარებს და ამ დღეებში უეფა-ს ევროპის ჩემპიონატის რუსეთში ჩატარებაც კი შესთავაზა.
რიონში 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს
ქუთაისში, მდინარე რიონში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. 19 წლის გოგოს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გუშინ ღამით, ბალახვანის ხიდის მიმდებარედ დაიწყო. სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავები.