LIVE TV
შაბათი, დეკემბერი 20, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რუსეთმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი დაამყარა

დაპოსტა 2022/02/25-ში
110
ნახვა
გაზიარება

ჩერნობილი 1986 წლის მომაკვდინებელი ბირთვული კატასტროფის ადგილი. შესაბამისად, შეშფოთება გამოიწვია რუსეთის მიერ ჩერნობილზე შეტევამაც.

ჩნდება შეკითხვა, რატომ არის ჩერნობილი რუსების ერთ-ერთი პირველი სამიზნე. მიუხედავად იმისა, რომ სრული პასუხი შესაძლოა მხოლოდ მოსკოვის მაღალჩინოსნებმა იცოდნენ, აღსანიშნავია, რომ ეს უკრაინის დედაქალაქის — კიევისკენ მიმავალი ერთ-ერთ ყველაზე პირდაპირი გზაა.

“ეს ლოკაცია მნიშვნელოვანია იმის გამო, თუ სად არის ჩერნობილი. თუ რუსული ჯარები ჩრდილოეთიდან შეუტევენ კიევს, ჩერნობილი სწორედ რომ გზადაა”, — განაცხადა აშშ-ს ყოფილმა გენერალმა ბენ ჰოჯესმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩერნობილი უკრაინა ბელორუსის საზღვრიდან 16 კილომეტრითაა დაშორებული. უკვე აქედან კი, დაახლოებით 128 კილომეტრია კიევამდე. მარშრუტი ბელორუსიიდან კიევამდე ჩერნობილის გავლით შესაძლოა განსაკუთრებით მიმზიდველი იყოს რუსი სამხედროებისთვის. ეს საშუალებას მისცემს მათ გადაკვეთონ მდინარე დნეპერი ბელორუსში და თავიდან აიცილონ პოტენციურად საშიში მანევრი უკრაინას ტერიტორიაზე.

“მათ ეს უნდათ, რადგან მთელი ქვეყნის კონტროლში ჩაგდება სურთ. საბოლოო მიზანი დედაქალაქის ალყაში მოქცევაა”, — თქვა ეველინ ფარკასმა, რომელიც ობამას ადმინისტრაციაში თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე იყო რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში.

ჩვენ ვიცით, რომ 1986 წლის აფეთქების შემდეგ, რადიოაქტიური ღრუბელი გადავიდა ევროპის დიდ ნაწილზე. კატასტროფის შემდეგ ქარხნის ირგვლივ რადიოაქტიურობა ათწლეულების განმავლობაში შედარებით შემცირებულია. მიუხედავად ნიადაგის დაბინძურებისა, კვლევებმა აჩვენა, რომ საშიშ ზონაში ცხოველები ნელ-ნელა დაბრუნდნენ.

ახლა კი, ამ დაპირისპირებამ შეიძლება სიტუაცია კვლავ გააუარესოს და რადიოაქტიური დაბინძურების გავრცელების ახალი საფრთხეები გაჩნდეს.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი დაამყარა, გაუცხოების ზონაში რადიაციის ზრდა დაფიქსირდა. უკრაინის უმაღლესი რადის განცხადებით, რადიაციის კონტროლის ავტომატური სისტემის მონაცემების თანახმად, ჩერნობილის გაუცხოების ზონაში არსებული დაკვირვების პუნქტების მნიშვნელოვან ნაწილში, გამა გამოსხივების მაჩვენებელი გაზრდილია

ფარკასმა აღნიშნა, რომ მაშინაც კი, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ არის დაინტერესებული თავად დეკომისირებული ელექტროსადგურით, მოსკოვს სურს ობიექტის გაკონტროლება. ეს მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს უკრაინელ მეამბოხეებთან გაჭიანურებული ბრძოლის ფონზე.

“მათ, რა თქმა უნდა, სურთ მსგავსი საშიში ბირთვული მასალის გაკონტროლება”, — ამბობს ფარკასი.

საბჭოთა კავშირმა ჩერნობილის ქარხანა ააშენა, როდესაც აკონტროლებდა უკრაინას. ბევრი 1986 წლის კატასტროფას, საბჭოთა კავშირის დაშლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორადაც მიიჩნევს.

ამ კატასტროფას დიდი პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. მასზე საუბარი დღესაც არ წყდება. ჩერნობილის შესახებ HBO-ს 2019 წლის მინისერიალის პოპულარობის შემდეგ, რომელმაც კატასტროფა საბჭოთა არასწორი მენეჯმენტის პროდუქტად წარმოაჩინა, კრემლის მხარდაჭერილმა სატელევიზიო ქსელმა გაუშვა საკუთარი სერიები, სადაც ადანაშაულებდა CIA-ს.

წარმოების დაუზიანებელი რეაქტორები აგრძელებდნენ უკრაინის ელექტროენერგიის წარმოებას 2000 წლამდე, სანამ ქარხანა სამუდამოდ არ დაიხურა.

“ეს ახლა უსარგებლო უძრავი ქონებაა, მაგრამ თუ კიევის სწრაფად აღება გსურს, გზად ჩერნობილია”, — ამბობენ ექსპერტები.

წყრო : on.ge

გაზიარება44

დაკავშირებული -პოსტები

მოკლული მასწავლებლის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

დეკემბერი 20, 2025
0
გიგა ავალიანის დედა
მთავარი

მოკლული მასწავლებლის საქმე - გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე კიდევ ორი არასრულწლოვანია დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. ჯამში მათემატიკის მასწავლებლის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელი სანდრო ბაზაძე 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა

დეკემბერი 20, 2025
4
მთავარი

,,გალა-დაჯილდოება 2025“ ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესიის შემდეგ, ამჯერად სასტუმრო ,,რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით 2025 წლის სპორტული შედეგების მიხედვით სხვადსხვა ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილოების ცერემონია, რომელსაც უძღვებოდა...

დაწვრილებითDetails

საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

დეკემბერი 20, 2025
20
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 1990 წელს დაბადებული მ.ს. და 1999 წელს დაბადებული მ.ე. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის...

დაწვრილებითDetails

 გარდაიცვალა თბილისის მეტეხის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი აკაკი (მელიქიძე)

დეკემბერი 20, 2025
55
მთავარი

 გარდაიცვალა თბილისის მეტეხის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი აკაკი (მელიქიძე)- სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.  "გარდაიცვალა თბილისის მეტეხის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი აკაკი (მელიქიძე). ღმერთმა აცხონოს მამა აკაკის სული და დააწესოს იქ სადაცა...

დაწვრილებითDetails

ოზურგეთში მოსწავლის ცემის საქმეზე ცეკვის მასწავლებელი დააკავეს

დეკემბერი 20, 2025
227
მთავარი

ოზურგეთში ცეკვის მასწავლებელი მოსწავლის ცემის ფაქტზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, გამოძიება მოსწავლის მშობლის შეტყობინების საფუძველზე დაიწყო.  

დაწვრილებითDetails

ექიმებმა კიბოს უჩვეულო სიმპტომი დაასახელეს

დეკემბერი 20, 2025
12
მთავარი

ბრიტანელი ექიმების განცხადებით, ხშირი სლოკინი შესაძლოა ონკოლოგიურ დაავადებაზე მიუთითებდეს. ამის შესახებ Daily Express-ი წერს. სლოკინის მიზეზი შეიძლება ძალიან სწრაფად ჭამა, დიდი რაოდენობით საკვები ან სპირტიანი სასმელის მიღება გახდეს. თუმცა, ამასთან, ზოგიერთ...

დაწვრილებითDetails

ვის და რა შემთხვევაში დაუბრუნდება მართვის მოწმობა – შსს დეტალებს განმარტავს

დეკემბერი 20, 2025
15
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადდა კანონის პროექტები, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლით შეჩერებული მართვის მოწმობების აღდგენასთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი ამნისტია გამოცხადდა. დღეის მდგომარეობით 35 500-მდე პირს შეჩერებული აქვს მართვის...

დაწვრილებითDetails

Facebook-ს ახალ სქემას ტესტავს – რა შეიძლება გახდეს ფასიანი

დეკემბერი 20, 2025
8
მთავარი

Meta, ფეისბუკის შემქმნელი კომპანია ახალ სქემას ტესტავს, რომლის თანახმად, ზოგიერთი მომხმარებლისთვის Facebook-ზე ბმულების გაზიარება ფასიანია. კრეატორებმა Meta-სგან შეტყობინება მიიღეს, რომელიც ამბობს: "Meta Verified-ის არმქონე ზოგიერთი ფეისბუკპროფილი, მათ შორის შენიც, თვეში მხოლოდ ორ...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

დეკემბერი 20, 2025
64
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა - შენახვის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების...

დაწვრილებითDetails

თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

დეკემბერი 20, 2025
49
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ყ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».