რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნები დაიწყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, “კავკასია 2020”-ის ფარგლებში, წვრთნებში 1 500-ზე მეტი სამხედრო, 500-ზე მეტი სამხედრო ტექნიკა და ავიაციაა ჩართული.
წვრთნები 21-26 სექტემბერს სამხრეთის სამხედრო ოლქის ბაზებზე, შავი და კასპიის ზღვების აკვატორიაში ჩატარდება.