უკრაინელმა დიპლომატებმა ოლენოვკაზე რუსული თავდასხმის შესახებ ინფორმაცია უმაღლეს საერთაშორისო დონეზე გაიტანეს, ამიტომ, რუსეთი ვერავის მოატყუებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში.
ის რუსეთს კიდევ ერთხელ უწოდებს ტერორიზმის წყაროს.
„უნდა არსებობდეს რუსეთის, როგორც ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორის მკაფიო იურიდიული აღიარება. განსაკუთრებით მივმართავ ამერიკის შეერთებულ შტატებს – გადაწყვეტილება მისაღებია და ეს ახლაა საჭირო. რუსეთმა არაერთი ტერაქტით დაამტკიცა, რომ დღეს მსოფლიოში ტერორიზმის უდიდესი წყაროა. ეს ფაქტია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.