“90–იან წლებში მახსოვს გიამ რამდენჯერმე ჩემ მშობლებთან დამტოვა, თვითონ რაღაც საქმეზე მიდიოდა. მშიამეთქი დედაჩემს ვეტყოდი და შვილიშვილებისთვის (ჩემი ძმისშვილებისთვის) მომზადებულ სუპს მთავაზობდა სულ. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და ბოლოს ვერ მოვითმინე და ვკითხე, ამის მეტი საჭმელი არ გაქვთ, ეს რა უბედურებაამეთქი და არაო, ჩვენც ამას ვჭამთო. და უცბად ისეთი ძალით ჩამცხო რეალობამ თავში, იმ რეალობამ, რომლისგანაც აბსოლუტურად მოწყვეტილი ვიყავი ხელისუფლებაში ყოფნის გამო (თუნდაც საპარლამენტო ოპოზიციაში), რომ სირცხვილით აღარ ვიცოდი, რა მექნა. არა იმიტომ რომ ჩვენ თავზე გვეყარა, რა თქმა უნდა არა. უბრალოდ, ეს პრობლემა ჩვენ არ გვქონდა და რაღა შორს წავიდე, საკუთარი მშობლების გაჭირვებაც კი არ ვიცოდი, რადგან ისინი არასოდეს დაიწუწუნებდნენ ჩემთან რამე თუ აკლდათ.
ეს ამბავი ეკა ხერხეულიძის სტატუსმა გამახსენა, რომელიც არა ნაკლები შოკი იყო ჩემთვის, სადაც ეკა 92–93 წლების ამბებს ყვება და იხსენებს, როგორ მიუქსიეს სპეციალურად დაგეშილი ნაგაზები დემონსტრანტებს გენშერის და ბეიკერის საქართველოში სტუმრობის დროს და როგორ ახშობდნენ დაგლეჯილი ხალხის ბღავილს მუსიკით და დოლ–გარმონით ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ღია ცისქვეშ ღონისზიებაზე გენშერის და ბეიკერის პატივსაცემად.ამდენი წლის შემდეგ ეს ამბავი გუშინ გავიგე! სრულიად იზოლირებულს რეალობისგან, მაშინ არაფერი მსგავსი არ მსმენია და არც ტელევიზიები იყო იმ დროს, მხოლოდ პირველი სახელმწიფო არხი მაუწყებლობდა და ამ არხიდან ვინ შეიტყობდა სიმართლეს.უზარმაზარი შოკი მაქვს გუშინდელი დღიდან და 2 დღეა ვფიქრობ, რა დავწერო, რა ვთქვა. ეკას სტატუსი სირცხვილით ვერც დავალაიქე – მე ხომ იმ დროს ან ღონისძიებაზე ვიქნებოდი, სადაც ვერ გავიგონებდი ვერაფერს, ან სახლში, სადაც პირველ არხზე არავინ მეტყოდა ამას.ანგელოზი არც მე ვარ და არც არავინ.მე შეიძლება, ვისაც მტრად ვთვლიდი, და ვისაც დსთ–ში შესვლის მიზეზად ასახელებდა მაშინდელი ხელისუფლება, იმაზე მეთქვა ეს შემზარავი სიტყვები – თუ მისი მიზეზით უნდა შეგვათრიოთ დსთ–ში,, რატომ გაუშვით ცოცხალიმეთქი –არა იმიტომ რომ ამ ადამიანის სიკვდილი მსურდა, არამედ იმიტომ რომ დავიჯერე რომ ის იყო მიზეზი ჩვენი რუსეთთან ხელახალი მიბმის და ამას დღეს ძალიან ვნანობ…კიდევ ბევრი რამ შეიძლება გამეფიქრა ან მეთქვა მტრობით, თუნდაც აქციის დაშლა–დარბევა, მაგრამ ხალხზე ძაღლების შესევა??? იარაღით დახოცვა???
ძალიან კარგად მესმის, რომ “არ ვიცოდი და ეხლა გავიგე” არც გამართლებაა და შეიძლება არც დაიჯეროს ბევრმა.მართლა არ ვიცოდი, რადგან მე, როგორ მონსტრადაც არ უნდა მსახავდეს იმ პერიოდში ზვიად გამსახურდიას მომხრეთა ნაწილი, არაფრის გადამწყვეტი არ ვიყავი არც პალამენტში და არც 2თვიანი ვიცეპრემიერობის დროს მთავრობაში, საიდანაც დსთ–ში შესვლის შემდეგ პროტესტის ნიშნად გადავდექი – მხოლოდ კონკრეტულ პოზიციას ვახმოვანებდი. ეს არც გამართლებაა და არც ჩემს პასუხისმგებლობას არ ამცირებს – როცა ადამიანებს ხელისუფლების მიერ სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები გლეჯდნენ, მე მეორე მხარეს ვიდექი და ესაა ჩემთვის შემზარავი რეალობა.Eka Kherkheulidzeეკა, ვერ დავალაიქე შენი სტატუსი, რადგან სირცხვილის აღმნიშვნელი რეაქცია არ აქვს ფეისბუკს.
მაპატიე სხვა მხარეზე დგომა იმ საშინელ პერიოდში და მადლობა იმისთვის რომ დღეს მეგობრები ვართ.” – წერს ირინა სარიშვილი ფეისბუკზე.
ასე იყო მაშინაც,როცა თავზე გადაგვახიეს თავისუფალი ნება და სასოწარკვეთილ ქვეყანაში ხმა დაირხა ბეიკერი ჩამოდისო.მაშინ ხმის ექო თუ გასწვდებოდა თავგანწირულ ხალხს,თორემ ტელევიზიები მაშინ არ არსებობდა ,იყო ერთი პირველი არხი და შუქის უქონლობის გამო ან ვერ ვუყურებდით და თუ გაგვიმართლებდა და ნათურა აინთებოდა ნატო ონიანის მწყაზარი სახე უნდა დაგვენახა,ან მამუკა არეშიძეს და ნანა ჯაფარიძეს უნდა ეთქვათ-“საღამო მშვიდობისა”..
მოკლედ,პატრიოტების მიერ დაორგანიზებულმა უზარმაზარმა აქციამ მოიცვა ცენტრალური ქუჩები,პარალელურად,ახლანდელ ვარდების მოედანზე ბეიკერი და შევარდნაძე გაღიმებული სახეებით შესცქეროდნენ საჩვენებელი ქართული ანსამბლების ნომრებს და გოშიები დოლ-გარმონს ბოლო ხმაზე იმ მიზეზით ახმაურებდნენ ,რომ სტუმრის ლოკაციამდე მისულ მანიფესტაციას, არც მეტი არც ნაკლები,ძაღლები მოგვიქსიეს და დასისხლიანებული ხალხის ბღავილს სცენამდე არ უნდა მიეღწია.არ ვიცი ამ დროში როგორი წარმოსადგენია რასაც ახლა კითხულობთ,მაგრამ ვისაც ეჭვი გეპარებათ ,უყურეთ ვერნერის ფილმს და დარწმუნდებით.
ძაღლებისგან დაგლეჯილი ხალხი ფილარმონიის წინ ,მიწისქვეშა გადასასვლელებში ეყარა ..მოგვიანებით,მაღალი სტუმარი ამავე ქუჩაზე გაატარეს.დღესაც არ ვიცი,გაიგო თუ არა სტუმარმა ჩვენი ხმა,მაგრამ რამდენჯერაც არ უნდა გავიარო იგივე გზა,სულ მჯერა-“ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება”…იმისიც მჯერა,რომ 1936 წელს ხევსურების გაგზავნილი წერილი დღეს მაინც მიაღწევს ადრესატამდე…
დღეს მაინც გაიგებენ გიგა ლიქოკელის სიტყვებს”-ამერიკას გთხოვთ დიდის თხოვნით ძრილეის სახელმწიფო ხართ და მოგვეშველენით და დახმარება გაგვიწივეთ თორე ცოდო ვართ. იმედი გვაქვს რო მოგვეშველებით თუ გვიშველით თქვენ თუ არა ჩვენი მეშველ აღარა არი. აბა ძმებო უკანასკნელს დღეში ოართ ჩვენ მთელი ხევსურეთის წარმომადგენლები”” – წერს ეკა ხერხეულიძე ფეისბუკზე.