ხონის მე-3 საჯარო სკოლა ,,ევროპის დემოკრატიული სკოლების საბჭოს” წევრი გახდა. ამის შესახებ სკოლის დირექტორმა, ვერიკო ბერიძემ პოსტი საკუთარ ,,Facebook” გვერდზე დაწერა.
”რომ წავიკითხე სიხარულისგან კინაღამ გული გამიჩერდა… ჩვენი პატარა სკოლა ევროპის დემოკრატიული სკოლების საბჭოს წევრია!!! გილოცავთ მესამესკოლელებო!
ვულოცავ ჩვენ პატარა რაიონის საგანმანათლებლო სივრცეს! ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი
სანამ ქართული თარგმანი არ ვნახე არ დავიჯერე
მადლობა
Etiko Khobua
და კიდევ ერთხელ მადლობა
Zaza Chanturia
საუკეთესო ლიდერი ხართ! ” – წერს ვერიკო ბენიძე