ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე, თამილა ლაფანაშვილი თბილისის საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის განცხადებებს და ფეისბუქ კომენტარებს გამოეხმაურა.
„მსგავს პროვოკაციებზე ჩვენ არანაირი პასუხი არ გვაქვს. ჩვენ არ ავყვებით ამ დეზინფორმაციას და გვაქვს საქმე გასაკეთებელი, ჩვენი საქმეა ვაჟას მშვიდობიანად და ჯანმრთელად დაბრუნება სახლში. რომ ჩამოვა ვაჟა , თუ რეალური ადამიანები არიან პასუხს აგებენ სასამართლოს წინაშე და თუ ბოტები არიან , ისედაც განადგურდებიან,“ – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.
ერეკლე კუხიანიძემ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულ, მათ “იდიოტები“ უწოდა, აგინა და შეურაცმყოფელი სიტყვებით მოიხსენია.