“ჩემი ლამაზი ველოსიპედი მომპარეს”- წერს მხატვარი ლია უკლება. უკლებას თქმით ველოსიპედი პირველი სართულის აივნიდან მოიპარეს.
“ისეთ შეურაცხყოფილად ვგრძნობდი თავს, მეც რომ მომპარეს, ტირილი დავიწყე. გამოფენის ჰონორარიდან ნაყიდი ველო იყო, განსაკუთრებით მიყვარდა. პირდაპირ, ბაგრატის ტაძრის ჭიშკართან გატეხეს საკეტი და წაიყვანეს. პატრული გამოვიძახე და მაშინვე ჩამსვეს საპატრულო მანქანაში, იქნებ სადმე დაინახოო, ვინ გამოიყვანდა მაშინვე მოპარულ ველოს? რომ ვტიროდი ხორხოცობდნენ, რა გატირებს ამხელა გოგოს, ველოსიპედი იყო, მანქანა ხომ არაო . რა თქმა უნდა ვერ იპოვეს… კარგა ხნის მერე ახლობლის პირით მოვიდა ინფო, პატრული რო არ ჩაერია იყო დაბრუნების შანსიო, გორაზე ყავდა ვიღაცას.”- წერს კიდევ ერთი ფეისბუქ მომხმარებელი
ქუთაისში ქურდობის გახშირებულ ფაქტებზე საუბრობენ , ვრცელდება ვიდეოც სადაც სავარაუდოდ არასრულწლოვნები დადიან და მანქანების გაღებას ცდილობენ:
“📣მეგობრებო, ქუთათურებო…. გთხოვთ მიაქციეთ ყურადღება თქვენს შვილებს , ასე დადიან გვაინ საათებში ნიღბებით და კარებებს სინჯავენ. ეტყობათ, რომ არასრულწლოვნები არიან და კარებს სინჯავენ , არის თუ არა ღია.”- წერს მოქალაქე
https://youtube.com/shorts/RIXElHZBqFw?si=GblTrvkcKnMf6IOw
ვალუტას განახლებული კურსი
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7215 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7227 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012...