ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თბილისის მომავალ მერს თხოვს, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას, ნიკო კვარაცხელიას სახელი ეწოდოს.
“მაქვს ასეთი ინიციატივა, სადაც არის საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (ჯიტა) ოქროყანის გზატკეცილზე მაგ ქუჩას ეწოდოს ნიკო კვარაცხელიას ქუჩა!
აქვე თხოვნით მოგმართავთ ყველა მერობის კანდიდატს, არჩევისთანავე ეს კარგი საქმე რომ გააკეთოთ!”, – წერს ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში.